გასულ წელს კომპანია Google-მა iOS-ისთვის სპეცაილური აპლიკაცია Motion Stills გამოუშვა, რომლებიც “ცოცხალი” ფოტოების სტაბილიზაციას აკეთებს Apple-ის მოწყობილობებზე. პროგრამას კიდევ რამდენიმე დამატებითი ფუნქცია აქვს, მაგრამ პოპულარობა ფოტოგრაფებს შორის მან უკვე გადაღებული მასალის სტაბილიზაციისთვის მოიპოვა. iOS-ზე რელიზიდან წელიწადზე მეტიც კი გავიდა და აი Motion Stills ხელმისაწვდომი გახდა Android-ის მომხმარებლებისთვისაც.

View post on imgur.com

Motion Stills – Anroid-ზე რამდენიმე მთავარ ფუქნციას ასრულებს. პრიველი ეს არის მოკლე რგოლის გადაღება, რომელიც შემდგომში შეგიძლიათ გააზიაროთ, რაც “ცოცხალი” ფოტოების ანალოგიური ფუნქციაა. მეორე არის “როის გადახვევა” რა რეჟიმში თქვენ ვიდეოს იღებთ ხოლო შემდეგ მისი აჩქარება შეგიძლიათ. ორივე რეჟიმში შესაძლებელია სტაბილიზაციის ჩართვა ან გამორთვა.

Google-ში განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ მოკლეფორმატიან ვიდეო ტექნოლოგიებთან და მომავალში რამდენიმე ფუნქცია Google ფოტოებშიც გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ Google-ის ფოტოებში არც ისე დიდი ხანია ვიდეოს  სტაბილიზაციის ფუნქცია დაემატა, რომლის გამოსაყენებლად უბრალოდ უნდა აირჩიოთ ვიდეო და დააჭიროთ რედაქტირების ღილაკს.

წინა სტატიაMicrosoft-მა სუსტი კომპიუტერებისთვის Windows 10-ის განახლებები შეწყვიტა
შემდეგი სტატიაLenovo-ს დრეკადი პლანეშეტის მუშა ეგზემპლარი აჩვენეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი