Huawei-მ ჭკვიანი საათების ასორტიმენტი გააფართოვვა და ახალი Watch Fit წარმოადგინა. Watch GT-გან განსხვავებით სიახლეს მართკუთხა ფორმის ეკრანი აქვს.

Watch Fit-ის ეკრანი 1.64” AMOLED პანელია 455×280 პიქსელი გარჩევადობით. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია 4 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება. აქვს GPS და Bluetooth 5.0 მოდულები, განათების და პულსის ოპტიკური სენსორები. საათის მართვა ხორციელდება სენსორული ეკრანითა და გვერდზე განთავსებლი ღილაკით.

ჭკვიანი საათი წყლის ზემოქმედებისაგან დაცულია 5ATM სტანდარტის შესაბამისად. აკუმლატორის მოცულობა მოწყობილობას მოხმარების რეჟიმის შესაბამისად 7-10 დღეს ეყოფა. მუდმივად ჩართული GPS მოდულით საათი 12 საათი იმუშავებს და მისი დამუხტვა მანგიტური კონტაქტებით ხორციელდება.

Watch Fit-ს შეუძლია მუდმივად ადევნოს თვალყური პულსს, აქვს 96 სპორტული აქტივობის მონიტორინგის რეჟიმი, ზომავს სისხლში ჟანგბადის რაოდენობას, შეუძლია მენსტრუალური ციკლის და ძილის მონიტორინგი. საათის ეკრანზე ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები, მართოთ მუსიკალური ფლეერი და სმარტფონის კამერა.

Huawei Watch Fit ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: შავი, მოვერცხლისფრო და მოვარდისფრო ოქროსფერში. შესაბანისად არის სამი სამაჯური: შავი გრაფიტი, იასამნისფერი საკურა და მწვანე მენთოლი. გაჯეტის ფასია 110$

წინა სტატიაელონ მასკმა Neuralink-ის ახალი მოდელი წარმოადგინა, რომლის მუშაობაც ღორებზე აჩვენეს
შემდეგი სტატიაXiaomi-მ მე-3 თაობის ეკრანქვეშა კამერა შექმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი