საქართველოში Huawei-ს ახალი ფლაგმანი – P9 უკვე ხელმისაწვდომია

Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან – Leica Camera AG-ისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს, გვაძლევს რა საშუალებას, გადავიღოთ როგორც მკვეთრი ფოტოები ცუდი განათების პირობებში, ისე შავ-თეთრი ფოტოები, სპეციალური მონოქრომული მატრიცის დახმარებით. ამასთან ერთად, P9 აღჭურვილია იმ ელემენტებით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე სმარტფონის მომხმარებლებისთვის – სიჩქარე, სიგნალის მიმღები სამმაგი ანტენა და სიმძლავრე.

P9 გამოირჩევა დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით. იგი დამზადებულია საავიაციო ალუმინისგან, აქვს იდეალური ფორმები და 2.5D პრემიუმ ხარისხის ეკრანი, რომელსაც ნაკაწრებისგან Gorilla Glass 4 იცავს. P9-ს გააჩნია 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ მობილურობას და მოხმარების ხანგრძლივობას, განსაკუთრებით კი ეს იმ ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, ვისაც მუდმივად სურს იყოს ხელმისაწვდომი.

მსოფლიოში, ჰუავეი P9-ს ცნობილი მსახობები სკარლეტ იოჰანსონი და ჰენრი კავილი წარმოადგენენ.

სკარლეტ იოჰანსონი აცხადებს: „ფოტოხელოვნება ჩემთვის მეტად ღირებულია. საინტერესო იყო თვალყურის დევნება პროცესისთვის, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Huawei და Leica, რომელთა პარტნიორობის შედეგად შეიქმნა უნიკალური პროდუქტი. მოხარული ვარ, რომ მომიწია მუშაობა Huawei-სთან ამ საინტერესო პროექტზე და მომეცა შესაძლებლობა ახლებური ხედვა გამეზიარებინა მომხმარებლებისთვის.“

ქართველ მომხმარებელს P9 და P9 lite (P9-ის ბიუჯეტური ვერსია) შეძენა შეეძლებათ Huawei-ს ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, მეტრომარტი, სმაილი, არაი, ბეკო და მეგამოლი. სმარტფონების ღირებულებაა 1199 და 599 ლარი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here