Huawei P20 Lite-ის ოფიციალური პრეზენტაცია 20 მარტს შედგება, თუმცა ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სმარტფონის პირველი მიმოხილვა. აღნოჩნდა, რომ ჯერ დაუანონსებელი სმარტფონი იტალიური მაღაზიის დახლზე აღმოჩნდა, სადაც წარმატებით გადაიღეს მისი განხილვა. ასევე გავრცელდა P20 Lite-ის ოფიციალური ტიზერი.

სმარტფონს ეკრანის ზედა ნაწილში აქვს ჩაჭრა. უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი. მუშაობს Android Oreo-ს ბაზაზე ოპერაციული სისტემა EMUI 8.0-ით.

Huawei P20 Lite-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  • 5,84-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2280х1080 პიქსელი (19:9);
  • რვაბირთვიანი პროცესორი Kirin 659 მაქსიმალური სიხშირით 2,36 გჰც;
  • გრაფიკული დამაჩქარებელი Mali T830-MP2;
  • 4 გბ ოპერატიული მეხსიერება;
  • დამატებითი მეხსიერება 64 გბ;
  • microSD ბარათის მხარდაჭერა 256გბ-მდე;
  • 16-მპ მთავარი კამერა Leica-ს ოპტიკით, ჰიბრიდული ზუმით და დამატებითი 2მპ-იანი მოდულით პორტრეტული რეჟიმისათვის;
  • 16-მპ წინა კამერა;
  • ბატარეა სიმძლავრით 3 000 მაჰ;
  • 4G და VoLTE მხარდაჭერა;
  • Android 8.0 Oreo საფირმო სისტემითEMUI 8.0;
  • სლოტები: USB Type-C, 3,5-მმ აუდიოჯეკი;
  • უკაბელო ინტერფეისი: Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth 4.2, GPS, GLONASS, NFC.

ზოგიერთ ბაზარზე Huawei P20 Lite გამოვა სახელწოდებით nova 3e.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here