მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს. 

ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დილის 08:00 სთ-მდე და ფასი 2 ლარს შეადგენს. 

აქტივაცია შესაძლებელია: მობილური აპლიკაციით MyBeeline, ვებგვერდიდან shop.beeline.ge და ასევე ტელეფონიდან კოდით: *220*2# 

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ პაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ბილაინის მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge  

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here