იმისთვის, რომ ტელეკომუნიკაციის სფეროში დანერგილი თითოეული ინოვაცია შენამდე მოვიტანოთ, არასდროს ვჩერდებით და ამჯერად, ჩვენს ახალ პროდუქტს eSIMს წარმოგიდგენთ – ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში.

eSIM ბარათი არის ჩაშენებული უნივერსაული ბარათი eUICC ინტეგრალური სქემით, რომელიც არის პროგრამირებადი SIM-ბარათი და ის ახალი თაობის მობილურ მოწყობილობებში გვხვდება.

eSIM არის GSMA-ს გლობალური სპეციფიკაცია, რომელიც დისტანციურაც გვაწოდებს SIM ბარათს ნებისმიერი მოწყობილობისათვის. აღნიშნული ტექნოლოგია არა მხოლოდ სმარტფონებისთვის, არამედ საგნების ინტერნეტის (IoT) მოწყობილობების მთელი სპექტრისთვისაა განკუთვნილი, რომელთა რაოდენობაც მე-5 თაობის ქსელების დანერგვასთან ერთად ექპონენციალურად იზრდება.

სილქნეტის ქსელში eSIM-ის გამოჩენამდე იგივე ტექნოლოგია უკვე წარმატებით ქოდათ დანერგილი Beeline-სა და Magticom-ს.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი