თბილისის მერია მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენების უფასო მონტაჟს გეგმავს.

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, ვისაც ასეთი მანქანები ჰყავთ, შეუძლიათ მიმართონ მერიას და გამგეობას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა საავტომობილო პარკის ელექტრომანქანებით ჩანაცვლებას გეგმავს.

უახლოეს 10 წელში, გეგმის მიხედვით, ავტოპარკის 90%-ს, სწორედ ელექტრომანქანები უნდა შეადგენდეს. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here