Google-ის ARCore აუგმენტურ რეალობას მილიონობით ანდროიდზე გახდის ხელმისაწვდომს

Google-მა ARCore პლატფორმის წინასწარი ვერსია გამოუშვა, რომლის საშუალებითაც დეველოპერები შეძლებენ Android აპლიკაცეიბს დამატებითი რეალობის ელემენტები დააამატონ.

პირველი თავსებადი მოწყობილობები Google Pixel და Samsung Galaxu S8 გახდა, რომლებიც Android 8.0 და 7.0 ვერსიებზე მუშაობენ. ახლა Google მოლაპარაკებებს უკვე Huawei, LG და ASUS-თან აწარმოებს, რომ მათაც განახორციელონ ამ პლატფორმის მხარდაჭერა. კომპნია ფიქრობს, რომ ARCore 100 მილიონამდე მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი 2017 წლის ბოლოსთვის, როცა პლატფორმის რელიზი შედგება.

ARCore-ის მუშაობისთვის საჭიროა სმარტფონის კამერა და მოძრაობის სენსორი. სისტემა ობიექტების მოძრაობას ადევნებს თვალყურს, ანალიზს უკეთებს ჰორიზონტალურ სიბრტყეებს, სინათლის წყაროებს და მათ მიმართულებას, რაც საშუალებას აძლევს ზუსტად მოათავსოს ვირტუალური ობიექტები რეალურ სივრცეში მომხმარებლის გარშემო.

ანალოგიური შესაძლებლობები Apple-ის ARKit-ში არის განხორციელებული, რომელიც კომპანიამ WWDC 2017-ზე წარმოადგინა.

ARCore-ის ინსტრუმენტები Java/OpenGL, Unity და Unreal-ზე მუშაობს, რაც შესაძლებლობას იძლევა ობიექტებს უფრო რეალისტური სახე მიეცეს. დეველოპერები, რომლებასაც არ აქვს 3D დიზაინის დიდი გამოცდილება შეძლებენ ობიექტების იმპორტირებას TiltBrush-დან და Blocks აპლიკაციიდან, როელიც Google-მა 2017 წლის ივლისში გაუშვა.

ARCore-ის საფუძველი პროექტი Tango-ს ტექნოლოგიები გახდა, თუმცა Tango-სგან განსხვავებით სმარტფონს არ ჭირდება დამატებითი სენსსორები.

წინა სტატიანიუ-იორკის პოლიცია 36 000 Windows Phone-ს iPhone-ებით ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაIFA2017-ზე ახალი ფლაგმანი LG V30 წარმოადგინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი