< 1

როგორც მოსალოდნელი იყო Apple-მა დაიწყო iOS 11 განახლების გამოშვება iPhone-ების და iPad-ებისთვის თითქმის ყველა რეგიონში. თქვენ უკვე შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი iOS მოწყობილობები უახლეს საოპერაციო სისტემამდე.

განახლება ხელმისაწვდომია iPhone 5S და iPad Air და iPad mini 2-და სხვა უფრო გვიან გმოსულ მოწყობილობებზე. iPhone 5, 5C, მე-4 თაობის iPad და პირველი iPad მინი სამწუხაროდ არ მიიღებენ Apple-ის უახლეს საოპერაციო სისტემას.

როგორც iPhone 5S-ზე ტესტირებებმა აჩვენა iOS 11 ოდნავ ნელა მუშაობს ვიდრე iOS 10-ის მართვის ქვეშ თუმცა ეს საერთო ჯამში პრობლემას არ ქმნის. აპლიკაციების გაშვება და დახურვამ შესაძლოა წამის რამდენიმე მეათედით დააგვიანოს.

აპარატურაზე მეტად მნიშვნელოვანი თემა ამ განახლებისას აპლიკაციებია. iOS 11-ში საბოლოოდ იქნა ამოღებული 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა. დარწუნდით, რომ ყველა აპლიკაცია განახლებულია იმ ვერსიამდე, რომელსაც უკვე აქვს 64 ბიტიანი პლატფორმის მხარდაჭერა. სანამ განაახლებთ შეგიძლიათ შეამოწმოთ არის თუ არა დაყენებული აპლიკაციები 64-ბიტიანი. გაუშვით Settings აპლიკაცია, შედით General განყოფილებაში, შემდეგ About და შემდეგ Applications სადაც ნახავთ არათავსებადი აპლიკაციების სიას.

ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა Apple Pay – iMessages აპლიკაციაში ჯერ-ჯერობით არ არის განახლებაში, თუმცა აუცილებლად გამოვა უახლოეს მომავალში.

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც დიდი მოლოდინით ელის მომხმარებელი ARKit-ია, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ბევრი აპლიკაცია მიუხედავად იმისა, რომ Apple გვპირდებოდა დეველოპერების აქტიურობას. იმედს ვიტოვებთ, რომ დროთა განმავლობაში ამ ფუნქციონალის მხარდაჭერით ბევრი თამაში და საინტერესო პროექტი გამოვა.

Apple-მა ასევე watchOS 4 გამოუშვა მხარდაჭერილი საათებისთვის. WatchOS 4-ში ბევრი ესთეტიკური სიახლეა ინტერფეისის თვალსაზრისით. დაემატა Siri watch face, ახალი HIIT ვარჯიშის რეჟიმი და გაუმჯობესდა ცურვის აღრიცხვის სისტემა. სიახლეა GymKit, რომელიც სავარჯიშო მოწყობილობებთან აკავშირებს საათს, თუმცა მისი სრული მხარდაჭერა გვიან შემოდგომამდე გაჭიანურდება.

კიდევ ერთი განახლება tvOS 11-ია, რომელიც ასევე დღეს გამოვიდა და მაში ცოცხალი სიახლეები და სპორტული მოვლენების პრიდაპირი ეთერი დაემატა. შემოვიდა AirPlay 2-ის მხარდაჭერა და გამოსწორდა ადრე ღამოჩენილი ბაგები. განახლება ხელმისაწვდომია მე-4 თაობის Apple TV მოწყობილობისათვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here