კომპანია Apple-მა iOS და iPad OS საოპერაციო სისტემის განახლება გამოუშვა, რომლებშიც ჩასწორებულია მორიგი “ნულოვანი დღის” მოწყვლადობა. აღსანიშნავია, რომ განახლება ძველ iPhone 6S-საც შეეხო.

კომპანიაში ამბობენ, რომ სისუსტე CVE-2021-30883 აქტიურად გამოიყენებოდა სხვა და სხვა ტიპის რეალურ შეტევებში – მისი წყალობით ბოროტმოქმედებს შეეძლოთ მიეღოთ სრული წვდომა მოწყობილობაზე. Apple აცხადებს, რომ განახლების დაყენება სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და რაც შეიძლება სწრაფად.

ცვლილებები საოპერაციო სისტემაში შეეხო ფუნქციას IOMobileFrameBuffer, რომელიც საშუალებას აძლევდა აპლიკაციებს კოდი ბირთვის პრივილეგიებით გაეშვათ. მიუხედავად Apple-ის განცხადებისა, რომ მოწწყვლადობა აქტიურად გამოიყენებოდა, არ არის ცნობილი გავრცელების რეალური მასშტაბები.

კომპანია ამბობს, რომ მოწყვლადობა ეხებოდა iPhone 6S და უფრო ახალ, ასევე iPad Pro, iPad Air 2 და უფრო ახალ, iPad 5 და ახალი iPad mini 4,5,6 და iPod Touch 7 მოწყობილობებს. ყველა აღნიშნულმა მოდელმა უკვე მიიღო განახლების შესაძლებლობა 15.0.2 ვერსიამდე.

წინა სტატიააშშ საზღვაო ძალების ინჟინერმა სცადა ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვა SD ბარათების ბუტერბროდში დამალვით
შემდეგი სტატიაApple შეამცირებს iPhone 13-ის წარმოება ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი