კომპანია Amazon-მა ახალი სერვისი Honeycode გაუშვა, რომელიც აპლიკაციების პროგრამირების გარეშე შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. სერვისი წარმოადგენს შაბლონების კრებულს და სამომხმარებლო ინტერფეისებს, რომლებიც დამწყები არა-დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი და შესაძლებლობას გვაძლევს ამოცანების დაგეგმვის და CRM ფუნქციონალის მქონე აპლიკაციები დავამზადოთ

ახალი პროდუქტი დაეხმარება ღრუბლოვან Amazon Web Services პლატფორმას გააფართოოს აუდიტორია და მოიპოვოს ახალი მომხმარებლები, რომლებსაც არ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება. ბოლო წლებში Amazon დიდ ყურადღებას აქცევს ნაკლები ტექნიკური უნარების მქონე კლიენტების მოიზდვას.

სერვისი იყენებს AWS-ის ბაზებს, ამიტომაც მასში შეიძლება ფილტრაციის, სორტირების და მონაცემებთნ მიბმა. შეყვენის სტრუქტურა სისტემაში გავს ჩვეულებრივი ელექტრონული ცხრილების მსგავსია. მთავარი შაბლონებია ბიუჯეტის შედგენა, კლიენტების ტრეკერი, ღონისძიებების მენეჯერი, აღჭურვილობის მენეჯერი და ამოცანების ტრეკერი.

Honeycode გვთავაზობს უფასო ერთობლივ მუშაობას 20-მდე მომხმარებლისგან შემდგარი ჯგუფისთვის და შესაძლებელია 2 500 სტრიქონიანი ელ-ცხრილის გამოყენება აპლიკაციაში. თუ მომხამრებლები და სტრიქონები გაიზრდება გადასახდელი იქნება 19,99$ თვეში დამატებითი 10 000 სტრიქონისთვის +9,99$ ყოველი დამატებითი მომხამრებლისათვის. შესაძლებელია ასევე 29,99$ გადახდა 100 000 სტრიქონისთვის +19,99$ ყოველი დამატებითი მომხმარებლისთვის.

წინა სტატიაApple-მა შესაძლოა Intel-ზე უარი Skylake არქიტეტქტურის უხარისხობის გამო თქვა
შემდეგი სტატია“ლაიქის” ძალა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი