მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სოციალური მედია ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. თინეიჯერები დღის ნახვერზე მეტს სოციალურ ქსელებში ატარებენ. ამ დროის ნაწილს სოციალურ სქელებში ფოტოების ატვირთვას ანდომებენ. ძირითადი ნაწილი კი მეგობრების პოსტების წაკითხვასა და მათზე გამოხმაურებას ხმარდება.

ლაიქის ღილაკზე ან გულის ხატულაზე დაკლიკვა ადვილი მეთოდია ურთიერთობის შენარჩუნებისათვის. თუმცა ამ “ლაიქებს” უფრო მეტი ძალა აქვთ და ეს ძალა ურთიერთობის შენარჩუნების საზღვრებს ცდება. ზოგიერთი სოციალური ქსელი ლაიქების მიხედვით განსაზღვრავს რამდენმა ადამიანმა ნახა გულმოდგინედ კონკურეტული პოსტი. ბევრი ლაიქის მქონე პოსტს უფრო მეტი შანსი აქვს რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო მეტი მოწონება დააგროვოს.

აღსანიშნავია, რომ პოსტზე მოწონებების სიმრავლე გონებაში ააქტიურებს დაჯილდოების სისტემას. ამან შესაძლოა გამოწვიოს ადამიანის თვითკონტროლის ფუნქციის დაქვეითებაც. პოსტებმა რომლებიც ალკოჰოლის შესახებაა, შესაძლოა, თინეიჯერებს სმისკენ მოუწოდოს. ეს ნიშნავს რომ რასაც ონლაინ ვალაიქებთ გავლენა აქვს არა მხოლოდ იმაზე თუ რა მოსწონთ სხვებს, არამედ იმაზეც თუ რას აკეთებენ ისინი.

პოპულარულობის შეგრძნება გონებაში

სიახლე არ არის და ყველასთვის ცნობილია, რომ თანატოლებისგან მიღებულ ფიდბექს გავლენა აქვს ინდივიდის ქცევაზე. და ეს ყოველთვის პოზიტიურ ქცევას არ გულისხმობს.

მაგალითად, 2011 წლის კვლევაში აღმოჩნდა, რომ თინეიჯერები უფრო მეტ რიკს იღებდნენ როდესაც მათ გარშემო თავიანთი მეგობრები იყვნენ. მკვლევარები ამ დროს თინეიჯერების გონებასაც დააკვირდნენ. მათ შეამჩნიეს რომ პროცესში ჩართული იყო გონების ის ნაწილი რომელიც ჯილდოზე რეაგირებს. ეს გულისხმობს რომ თინეიჯერები ცდილობდნენ საკუთარი ქცევის შეცვლას სოციალური მიღებისთვის. თეორია ჩამოაყალიბა ლაურენ შერმანმა რომელიც არის კოგნიტური ნეირომეცნიერი ფილადელფიის უნივერსიტეტში. კოგნიტური ნეირომეცნიერები შეისწავლიან გონებას.

შერმანი დაინტერესდა, ხორციელდება თუ არა იგივე ცვლილებები თინეიჯერების ქცევაში, როდესაც ისინი მოიხმარენ სოციალურ ქსელებს. გამოსაკვლევად, შერმანმა და მისმა გუნდმა დაიქირავა 32 თინეიჯერი. ყველამ დაადასტურა ფოტოები საკუთარი Instagram-ის ექაუნთიდან.

მკვლევარებმა თინეიჯერების ფოტოები არია Instagram-ის საჯაროდ ხელმისაწვდომ პროფილებზე სხვა ფოტოებთან ერთად. რენდომად მისცემს სურათებს მოწონებები 23-დან 45-მდე მოწონება. მეორე ნაწილს მისცეს 22-დან 15-მდე მოწონება. კვლევაში მონაწილეების სურათები გაანაწილს ფოტოების იმ ნაწილში რომელთაც ცოტა მოწონება ჰქონდა.

მკვლევარება მონაწილეებს უთხრეს რომ დაახლოებით 50-მა სხვა თინეიჯერმა ნახა ფოტოები და შეაფასეს. შედეგად თინეიჯერებმა იცოდნენ თუ რამხელა აუდიტორია ჰყავდათ. ასევე მიეცათ შეგრძნება თუ რამდენად პოპულარული იყო სურათები.

მკვლევარებს უნდოდათ ენახათ თუ რა რეაქცია ექნებოდა მონაწილეების გონებას სხვადასხვა ფოტოს დანახვისას. ამის გასარკვევად იყენებდნენ MRI მანქანას, რომელიც ძლიერი მაგნიტური ძალით იწერს ტვინში სისხლის მოძრაობას. როდესაც ტვინის უჯრედები აქტიურია, გამოიყენება ჟანგბადი და ნუტრიენტები. MRI სკანირება აჩვენებს ტვინის რომელ ნაწილში გაიზარდა სისხლის მიმოქცევა ამ აქტივობის გამო.

სკანირების პროცესში, მკვლევარებმა თინეიჯერებს სთხოვეს მოეწონებინათ ფოტო ან გადასულიყვნენ შემდეგზე. თინეიჯერები უფრო მეტად იმ სურათებს ალაიქებდნენ რომელიც პოპულარული ჩანდა – რომელთან ჰქონდა 23 ლაიქზე მეტი. შეიმჩნეოდა იმ სურათების დაიგნორება რომელიც ლაიქების სიმცირით გამოირჩეოდა.

ლაიქების რაოდენობა გვალენას ახდენს თუ როგორ ურთიერთობენ თინეიჯერები მეგობრებთან ონლაინ. “მოწონებების მცირე რაოდენობა გავლენას ახდენს თუ როგორ მიიღებს ამ ფოტოს ადამიანი,” – ამბობს შერმანი.

ლაიქი არის სოციალური მინიშნება. “გამოიყენე ეს სოციალური მინიშნება რომ ისწავლო ნავიგაცია სოციალურ სამყაროში,” – ამბობს შერმანი. ლაიქების დიდი რაოდენობა თინეიჯერს ეუბნებოა რომ მისი მეგობრები აფასებენ რასაც ის პოსტავს. გონების პასუხი კი ჯილდოს სისტემის გააქტიურებაა.

სხვის პოპულარული ფოტოს დანსხვა დაჯილდოების სისტემას უმეტესად არ ააქტიურებს. ზოგჯერ ფოტოზე ყურებამ შესაძლოა ქცევით დამოკიდებულებებზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, კოგნიტური კონტროლი ადამიანს ეხმარება შეინარჩუნოს თვითკონტროლი. ასევე, ეხმარება გეგმებსა და მიზნებზე ფიქრში. გონების არეა რომელიც დაკავშირებულია კოგნიტურ კონტროლთან შესაძლოა ნაკლებად ფუნქციური გახდეს როდესაც უყურებთ სხვის ფოტოებს – არა აქვს მნიშნველობა რამდენი მოწონება აქვს ფოტოს. რომელი ფოტოების დანახვა იწვევს გონების კონტოლის არეის გათიშვას? ფოტოები რომელიც აღწერს რისკის შემცველ ქმედებებს, როგორიცაა მოწევა ან დალევა.

ამგვარი ფოტოები თინეიჯერს აქეზებს რომ გათიშოს დაცვის ფუნქიონალი და იექსპერიმენტოს ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან. “ამგვარი ფოტოების განმეორებით ნახვა, თინეიჯერს უბიძგებს ქმედებაში განახორციელოს ნანახი”.

წინა სტატიაAmazon AWS Honeycode – აპლიკაციები კოდის გარეშე
შემდეგი სტატიაXiaomi Redmi 9A/9C

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი