კომპანია Google-მა განაცხადა, რომ არ შქმნის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს ნავთობისა და გაზის სფეროსთვის. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ “Greenpeace-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, რომელშიც ნათქვმია სამი წამყვანი ღრუბლოვანი სერვისის: Google Cloud, Amazon Web Services და Microsoft Azure-ის მხრიდან დახმარების შესახებ, რომელსაც ისინი უწევენ ნავთობისა და გაზის წამყვან მომპოვებლებს.

Greenpeace-ის წარმომადგენლების ამბობენ, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდა გაამწვავებს გლობალურ დათბობას. მნიშვნელოვან დამხმარებას მომპოვებლები იღებენ აიტი კომპანიებისგან და ტექნოლოგიური გიგანტების კონტრაქტები ეწინააღმდეგებიან მათ სხვა კაპანიებს, რომლითაც ისისნი კლიმატის ცვლილებას ებრძვიან. ამასთავე სამივე ზემოთ ხსენებული გიგანტი პირობას დებენ უახლოეს მომავალში გადაიყვენონ ინფორმაციის დამუშავების ცენტრები სუფთა ენერგიაზე, ხოლო Amazon აპირებს გაანულოს ნახშირორჟანგის გამოყოფა, რომელიც კომპანიის ფუნქციონირებითაა განპირობებული. ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ ამისთვის 10 მილიარდამდე დახარჯავს საკუთარი ჯიბიდან. ამავდორულად ზემოთ ხსენებული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ ნევთობისა და გაზის გიგანტებთან, რაც საერთო ჯამში პლანეტაზე უფრო მეტ დათბობას იწვევს – ნათქვამია Greenpeace-ის ანგარიშში.

სამი კომპანიიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ Google გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციას და პირობა დადო, რომ არ შექმნის მომპოვებლებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს. Google Cloud – ღრუბლოვანი პლატფორმა საერთო დანიშნულებისაა და მას სხვა და სხვა სფეროს პარტნიორები იყენებენ. ამავდროულად 2019 წლის მონაცემებით პლატფორმის შემოსავალმა მომპოვებელი კომპანიებისგან 65 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 1%-ზე ნაკლებია პროდუქტის საერთო შემოსავლიდან და 11%-ით ნაკლებია იგივე წილზე 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.

სხვა კომპანიები არ ეთანხმებიან Greenpeace-ს. Amazon-მა განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიებთან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას, რითაც დაეხმარება მათ მოახდინონ ენერგიის წარმოების მოდერნიზება, რითაც გამონაბოლქვის და სხვა მავნე ნივთირებების გამოყოფა შემცირდება, ასევე დაჩქარდება გადასვლა უფრო სუფთა ენერგიაზე. Microsoft-ში სუფთა ენერგიაზე გადასვლას ერთ-ერთ ყველაზე რულ პროცესად ასახელებენ კაცობრიობის ისტორიაში და პირობას დებენ, რომ დროთა განმავლობაში შეამცირებენ ნახშირორჟანგის გამოყოფას ნულამდე, თუმცა ამავდროულად უარს არ ამბობენ მომპოვებელ კომპანიებთან თანამშრომლობაზე.

წინა სტატიაცნობილი გახდა Microsoft SurfaceDuo-ს მონაცემები
შემდეგი სტატიამეცნიერება ბავშვებს ეხმარება მათემატიკაში ძლიერები გახდნენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი