ამაზონმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო. კომპანია გეგმავს კორპორატიული და ტექნოლოგიური პოზიციებიდან თითქმის 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლოს, წერს სააგენტო Reuters კომპანიის წყაროზე დაყრდნობით. თანამდებობიდან გათავისუფლება ამ კვირიდან დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯს არასტაბილური ეკონომიკური ვითარების გამო დგამს, რომელსაც აშშ-ში ბევრი კომპანია აწყდება. მენეჯერებმა თანამშრომლებს ორი თვე მისცეს, რათა კომპანიაში სხვა როლი იპოვონ ან სამსახურიდან წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში Meta Platforms Inc-მა თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება გადაწყვიტა. კომპანია ხარჯების შემცირების მიზნით 11000 ადამიანის, ანუ სამუშაო ძალის 13%-ის გათავისუფლებას გეგმავს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო Twitter-მა მას შემდეგ, რაც კომპანია ილონ მასკმა იყიდა. თავდაპირველად ახალი მფლობელი თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლებას აპირებდა, მაგრამ კომპანიის ხარჯების შემცირების მიზნით მხოლოდ 50%-ის მოხსნა გადაწყვიტა. გარდა ამისა, მან აკრძალა დისტანციური მუშაობა და გამორიცხა კომპანიის თანამშრომლებისთვის დამატებითი დასვენების დღეები, რომლებიც შემოღებულ იქნა პანდემიის დროს.

წინა სტატიაწლის პოპულარული NFT თამაშები
შემდეგი სტატია3D პრინტერი და ქართული სტარტაპები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი