კომპანია Meta თანამშრომელთა მასშტაბური შემცირების ფარგლებში კომპანიიდან დაახლოებით 13%-ს, ანუ 11 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებს.
ამის შესახებ, კორპორაციის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი იტყობინება თავის წერილში, რომელიც 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. დაარსების დღიდან ეს კომპანიაში პირველი მასშტაბური შემცირებაა.
„მივიღე გადაწყვეტილება, შევამცირო ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით და გავათავისუფლო 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი“, – ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი თანამშრომლების დასაქმებას 2023 წლის პირველ ნახევრამდე არ აპირებს.
წერილში ცუკერბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს. შემცირების ერთ-ერთ მიზეზად COVID-19 პანდემიის დროს გაკეთებულ არასწორ ინვესტიციებს ასახელებს.
გამოქვეყნებულ წერილში ასევე საუბარია სხვა ღონისძიებებზე, რომელიც კომპანიის ხარჯების შესამცირებლად განხორციელდება.

პერსონალის შემცირების შესახებ მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა. ეს იყო მკაცრი საბაზრო პირობების შედეგი რეკლამის განმთავსებლების ბიუჯეტის შემცირების გამო, ისევე როგორც სხვა სოციალური ქსელების, განსაკუთრებით ჩინური TikTok-ის პოპულარობის ზრდის გამო. სექტემბრის ბოლოს კომპანიამ ახალი თანამშრომლების დაქირავება შეწყვიტა და ხარჯების შესამცირებლად მუშაობა დაიწყო.

წინა სტატიაპირველი ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა საქართველოში – Signify კომპანიებს გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს
შემდეგი სტატიაBloomberg: Apple აძლიერებს Mac Pro ტესტირებას, ახალი MacBook Pro და Mac mini მომავალ თვეებში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი