საქართველოში პირველი ელექტრონული ხელმოწერების ქლაუდ პლატფორმა Signify, კონტრაქტინგის პროცესის გამარტივებაზე და დოკუმენტების გაციფრულებაზე მუშაობს. კომპანია მომხმარებლებს გაციფრულებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და კომპონენტს ერთ სივრცეში სთავაზობს. მათი განმარტებით, Signify-ის საქმიანობა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელს რესურსებისა და ხარჯების დაზოგვაში ეხმარება.
“ნავიგატორი” კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერს, ალექსანდრე ჩხეიძეს ესაუბრა. მისი თქმით, საბუთების ელექტრონულად გაფორმების პროცესი პანდემიის პერიოდმა განსაკუთრებით დააჩქარა.
“ჩვენი მთავარი მიზანია ბიზნესებს დავეხმაროთ კონტრაქტინგის პროცესების გაციფრულებაში. როგორც წესი, ფურცელზე ხელშეკრულების გაფორმებისას, საჭიროა მისი დაბეჭდვა, დასკანერება, ხელის მოწერა და სხვა პროცედურები, რაც დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. სწორედ ამის ალტერნატიული გზაა, ელექტრონულად, ერთ პლატფორმაზე მარტივად დოკუმენტის ატვირთვა, ხელმოწერა და გაგზავნა და არქივაცია.
აშშ-სა და ევროპაში ეს პროცესი რამდენიმე წელია დაიწყო. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად იზრდება იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ასეთ პლატფორმებზე გადადიან.
დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ Signify-იმ პირველად შესთავაზა ქართველ მომხარებლებს მოცემული პროცესების გაციფრულების თანამედროვე პლატფორმა. შედეგებმა ბევრად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს, ქართულმა ბაზარმა შეძლო და ფეხი აუწყო ამ პროცესებს.
პანდემიის პერიოდი იყო ამ პროცესის ერთგვარი აქსელერატორი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზაციებს მოუწიათ დოკუმენტების მიმოცვლისა და ხელმოწერის ალტერნატიული გზების ძიება, – აღნიშნავს ალექსანდრე ჩხეიძე.

აღსანიშნავია, რომ Signify მომხმარებელს ელექტრონული ხელმოწერების განსხვავებულ ფორმებს სთავაზობს. ერთ-ერთი ფორმა ელექტრონული ხელმოწერაა, რომელიც მარტივი, ლეგალური და სწრაფი გზაა დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. შესაბამისად კომპანიების მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადია.
„ციფრულ სამყაროში ელექტრონული ხელმოწერების სხვადასხვაგვარი ფორმები არსებობს, Signify-ს პლატფორმაზე მომხმარებელს თავად შეუძლია საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩიოს მისთვის სასურველი ელექტრონული ხელმოწერის ფორმა, ამჟამად პლატფორმაზე შესაძლებელია ე.წ. მარტივი, განვითარებული და კვალიფიციური ელექტრონული ფორმის გამოყენება, ამასთან ხელმოწერის პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ვიდეო და SMS იდენტიფიკაცია. აღნიშნული ფორმები როგორც წესი ბიზნესში არსებულ ყველა საჭიროებას ფარავს.
ამ მიმართულებით კომპანიების დაინტერესება დიდია. ყველაზე მაღალი ინტერესი ე.წ. განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის მიმართ არსებობს. მას ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც მარტივი მეთოდით დოკუმენტის ხელმოწერას გულისხმობს: როდესაც დოკუმენტის ლინკის SMS-ად ან მეილზე გაგზავნა, გახსნა და ხელმოწერა შეგიძლიათ. ასევე ზოგადად საქართველოში კერძო კომპანიები ხშირად იყენებენ ე.წ. კვალიფიციურ ელექტონულ ხელმოწერას სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს, ეს პროცესი ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გამარტივებულია ჩვენს პლატფორმაზე. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ პლატფორმიდან გაუსვლელად მოაწერონ, გააგზავნონ და დააარქივონ როგორც ორგანიზაციის შტამპით, ისე თავისი პირადობის მოწმობის საშუალებით დამოწმებული დოკუმენტი.
ჩვენი სამომავლო გეგმებით გვინდა, რომ ეს ფორმები მეტად დახვეწილი იყოს და მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ მათი გამოყენება.
ამის გარდა, პლატფორმას სხვა ფუნქციაც აქვთ, რაც დოკუმენტების არქივაციას, ნავიგაციას და კოლეგებთან გაზიარებას გულისხმობს.” – აღნიშნავს ალექსანდრე ჩხეიძე.

Signify-ს პლატფორმაზე არსებული ხელმოწერის ფორმები დოკუმენტების გაფიცრულების უმარტივესი გზაა. ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი მეთოდი Signify Pad-ია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ ექსპერტიზირებადია.
Signfy Pad ძირითადად სერვის ცენტრებში გამოიყენება, მისი დახმარებით მომსახურების ოპერატორს აღარ უწევს ხელმოსაწერი დოკუმენტის ამობეჭდვა და არც მომხარებელს უწევს რამდენიმე გვერდიან დოკუმენტის ყველა გვერდზე ხელმოწერა. Signify ამ საკითხს სრულად ამარტივებს. ბიომეტრიული ხელმოწერა იქვე პადზე კეთდება, დასრულებული დოკუმენტის ასლი მომხმარებელს ლინკად ეგზავნება და ციფრულ არქივში ინახება. დასრულებული დოკუმენტები ამაზონის სერვერზე ინახება დაშიფრული ფორმით, დოკუმენტების კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად Signify-ს გუნდი საუკეთესო პრაქტიკებს იყენებს. ბიომეტრიული პადზე ხელმოწერილი დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის ექსპერტიზირებადი – განმარტავენ კომპანიაში.
პირველი ელექტრონული ხელმოწერების ქლაუდ პლატფორმა საქართველოში, Signify წელიწად ნახევრის წინ ქართული ტექნოლოგიური კომპანია RockIT -ის მიერ შეიქმნა, რომელიც მრავალპროფილური IT კომპანია NGT ჯგუფის წევრია. ამ დროის განმავლობაში Signify-ს სერვისით უკვე 200-მდე კომპანია სარგებლობს.

წინა სტატიალონდონში Globalize-ის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი გახსნის
შემდეგი სტატიამასშტაბური გათავისუფლებები ამჟერად მეტაში – კომპანია 11 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი