ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში კონფერენციას მართავს. ღონისძიება 17-18 ნოემბერს ჩატარდება და მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
კონფერენციის მიზანი ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციამდე Globalize ლონდონის მასშტაბურ ღონისძიებას Going Global-ს დაესწრება, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს.
კონფერეციის შესახებ “ნავიგატორი” Globalize-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, სალომე კუკავას ესაუბრა.
“Globalize ქართულ სტარტაპებს და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ეხმარება. შესაბამისად, აერთიანებს სხვადასხვა რესურსს, რომლებიც მათი განვითარებისთვის არის საჭირო. მათ შორის, თავს უყრის დიასპორას, სადაც უკვე 6000-ზე მეტი ქართველია გაერთიანებული. სტარტაპებს და ექსპორტიორებს ადგილობრივ ბაზრებზე გაფართოებაში ეხმარებიან.
სხვადასხვა ქვეყანაში ვაწყობთ კონფერენციებს, წინა ღონისძიებები ამერიკაში, სილიკონის ველზე და ასევე საფრანგეთში, პარიზში გვქონდა.

ამჟამად, მორიგ კონფერენციას დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ვმართავთ. ღონისძიებაზე სტარტაპები, მეწარმეები, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ინვესტორები, ადგილობრივ ტექ-საზოგადოება, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციები იქნებიან თავმოყრილი.
სტარტაპები თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრებენ, ექსპორტიორები ექსპო სივრცეში პროდუქციას წარმოადგენენ, რათა იქაურ მონაწილეებს პროდუქტები და სერვისები გავაცნოთ. იქნება ყველა ის რესურსი, რაც შეიძლება სტარტაპებს და ექპორტიორებს ბრიტანეთის ბაზარზე ოპერირებისთვის დასჭირდეთ.
ღონისძიებას კონფერენციის ფორმატი აქვს, რათა ყველა საჭირო ინფორმაცია მივიღოთ ექპსერტებისგან, ვინც ცოდნას და გამოცდილებას გაგვიზიარებს.
ღონისძიებას 35-მდე სპიკერი ეყოლება, მათი ნაწილი ბრიტანეთში მცხოვრები წარმატებული და პროფესიონალები ქართველები არიან. მეორე ნაწილი კი, ადგილობრივი ექსპერტები, ინვესტორები და ა.შ.
ძირითადად ტექნოლოგიებზე, ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზე იქნება საუბარი, რომ დავანახოთ რა ეტაპზე ვართ და სამომავლოდ რა გვჭირდება. სხვადასხვა საინტერესო თემა და პანელურ სესიები იქნება.” – აღნიშნავს სალომე კუკავა.
ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში უწყობს ხელს. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან საკონსულტაციო ჯგუფებს ქმნის, რომლებიც ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ადგილობრივ ინვესტორებთან და პარტნიორებთან დაკავშირებაში ეხმარება.Globalize Community მსოფლიოს მასშტაბით უკვე აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს აერთიანებს.

წინა სტატიაAMC კინოთეატრებს ვიდეო კონფერენციების ჩასატარებელ Zoom Rooms-ად აქცევს
შემდეგი სტატიაპირველი ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა საქართველოში – Signify კომპანიებს გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი