ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციაზე Facebook Connect განაცხადა. მან თქვა, რომ კომპანია მეტასამყაროს განავითარებს, რომელიც ვირტუალური რეალობაა სადაც გაერთიანებული იქნება ყველა არსებული ტექნოლოგია და მოწყობილობა.

მეტასამყაროს მთავარი მიზანი იქნება გააერთიანოს ადამიანები და დაეხმაროს მართ ურთიერთობებში. ასეთ ვირტუალრ სამყაროში შესაძლებელი იქნება ერთმანეთთან შეხვედრა ავატარების სახით, ხოლო კონტენტი რეალური სამყაროდან ჰოლოგრამების სახით იქნება წარმოდგენილი.

მეტა გააგრძელებს Facebook, Instagram და WhatsApp-ზე მუშაობას თუმცა პარალელურად “მეტასამყაროსაც” შექმნის.

სახელის გადარქმევამდე კოპანიამ ახალი ბანერი განათავსა სათაო ოფისთან სადაც მანამდე “Like”-ის სიმბოლო იყო.

Meta-ს ტექნიკური დირექტორი ენდროი ბოსვორტი ამბობს, რომ 2022 წელს დაიწყება Oculus Quest-ის Meta Quest-ად გარდაქმნა და Oculus Quest App გახდება Meta Quest App. სტუდია Facebook Reality Labs დაუბრუნდება სახელს Reality Labs.

2021 წლის ივნისში მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook დაიწყებს ვირტუალური რეალობის შექმნას, სადაც მომხამრებლები შეძლებენ ცხოვრებას, მუშაობას და დასვენებას. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ 10 ათასამდე თანამშრომელს აიყვანს ევროპაში “მეტასამყაროს” შესქმნელად ხუთი წლის განმავლობაში.

წინა სტატიაქსელში გამოჩნდა iPod-ის უნიკალური პროტოტიპის ფოტო. ის უზარმაზარია
შემდეგი სტატიაბევრ აპლიკაციას ჯერ არ აქვს 120 ჰც ეკრანის მხარდაჭერა MacBook Pro-ზე. Safari-საც

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი