M2

ახალი პროცესორის გამტარობა 100 გიგაბაიტია წამში და მას 24 გიგაბაიტამდე მეხსიერება აქვს. M2 ჩიპი 25%-ით უფრო მძლავრი გრაფიკული სისტემითაა ვიდრე M1, იგივე სიმძლავრეზე. ხოლო 35%-ით სწრაფია მაქსიმალური ენერგომოხმარებისას.

MacBook Air M2

კომპანიამ M2 პროცესორზე გადასვლისას ნოუთბუქის სრული რედიზაინი განახორციელა.

კომპიუტერი წარმოდგენილია ოთხ ფერში (მოვერცხლისფრო, ნაცრისფერი, ოქროსფერი და მუქი ლურჯი). მისი სისქე 11,3 მილიმეტრია და ალუმინის ერთიან კორპუსშია მოთავსებული, რომელიც 20%-ით პატარაა წინა მოდელთან შედარებით. 13,5 დიუმიანი Liquid Retina ეკრანს უფრო პატარა ჩარჩო და 500 ნიტი სიკაშკაშე აქვს.

კომპლექტში შედის ახალი ადაპტერი ორი USB-C პორტითა და სწრაფი დამუხტვით, რომელიც აკუმლატორს 50%-ზე ნახევარ საათში შეავსებს. ასევე დაბრუნდა ლეგენდარული MagSafe კონექტორი. მოწყობილობა 18 საათი იმუშავებს ავტონომიურად ვიდეოს გა

MacBook Ari M2-ს ახალი FaceTime HD კამერია აქვს 1080p გარჩევადობით და ის უკეთ მუშაობს ცუდი განათების პირობებში. აუდიო სისტემა სამი მიკროფონისა და ოთხი დინამიკისგან შედგება Dolby Atmos-ის მხარდაჭერით.

სიახლის ფასი 1199$ იქნება და გაყიდვაში 2022 წლის ივლისში გამოვა. MacBook Air ძველი პროცესორითაც გამოვა და მისი ფასი 999$ იქნება.

MacBook Pro M2

13 დიუმიანი ნოუთბუქის დიზაინი უცვლელი დარჩა, მისი საწყისი ფასი 1299$ იქნება და გაყდვაში ისივ ივლისიდან შემოვა.

გარდა აღნიშნული მოწყობილობებისა პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი iOS 16 , WatcOS 9, MacOS Ventura, წარმოადგინა.

პრეზენტაცია სრულად:

წინა სტატიასასამართლო კვლავ განიხილავს Cydia-ს სარჩელს Apple-ის წინააღმდეგ. tweaks store-ის შემქმნელმა კომპანია iOS-ის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაVolvo გამოიყენებს Unreal Engine-ს ელექტრო მანქანებისთვის საბორტო კომპიუტერული ინტერფეისების შესაქმნელად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი