Apple ყოველ წელს შემოდგომაზე ატარებს სპეციალურ პრეზენტაციას სადაც ახალ გაჯეტებს წარადგენს ხოლმე. 2017 წლის პრეზენტაცია iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასზე რამდენიმე სიახლე წარმოადგინეს, მათ შორის iPhone 8 და 8 Plus. სიახლეები გასული წლის მე-7 თაობის სმარტფონების გაგრძელებაა თუმცა კომპანიამ დაარღვია ტრადიცია და 7S/7S Plus-ის ნაცვლად პირდაპირ მე-8 თაობაზე გადავიდა.

ახალი iPhone 8 და 8 Plus-ის კორპუსი შუშისაა და ის მაღალი ხარისხის ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული და გამაგრებულია ფოლადის კონსტრუქციით. სმარტფონის ქვედან მხარეს მოთავსებულია სტერეოდინამიკები, რომელბიც 25%-ით უფფო ხმამაღალ აუდიოს იძლევა ვიდრე iPhone 7. უკანა პანელის შუშით შეცვლა არა მხოლოდ დიზაინერული გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ამის წყალობით სმარტფონის უსადენოდ დამუხტვაა შესაძლებელი Qi სტანდარტის შესაბამისად. გარდა ამის Apple-შეძლო შეენერჩუნებია გამძლეობა და სმარფტონი წყლისა და მტვირსგან დაცვითაც აღჭურვა. ხელმისაწვდომი იქნება ერცხლის, მუქი ნაცრისფერი და ახალი სპილენძი-ოქროს ფერის მოდელები.

წინამორბედების მსგავსად Apple iPhone 8-ს აქვს 4,7 დიუმიანი ეკრანი ხოლო iPhone 8 Plus-ში არის 5,5 დიუმიანი მატრიცა. ორივე ეკრანი Retina სტანდარტს აკმაყოფილებს და აქვს TrueTone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რითაც ფერების გარემოს განათებასთან ადაპტაცია ხდება.

iPhone8-ისა და 8 Plus-ის შეიგნით ახალი A11 Bionic ჩიპსეტია მოთავსებული. კომპანია გვპირდება, რომ ორი მაღალი წარმადობის ბირთვი 25%-ით ჯობია გასული წლის მოდელს, ხოლო ვიდეო ამაჩქარებლის სიჩქარე და ენერგომოეფექტური ბირთვების წარმადობა 75%-ით გაიზარდა. საინტერეოსა, რომ ახლა უკვე Apple საკუთარი დიზაინის გრაფიკულ ჩიპს იყენებს, რომელიც ახალ ჩიპსეტშია ინტეგრირებული. კამერის გამოსახულებისა და დამატებითი რეალობის დამუშავებისათვის Apple A11-ში ცაკლე გამოყოფილი ISP ჩიპი გამოიყენება, ხოლო ქსელთან კავშირს Wi-Fi, Bluetooth და LTE Advanced მოდულები უზრუნველყოფს.

iPhone 8-ის უკანა პანელზე 12 მეგაპიქსელიანი კამერაა f/1,8 დიაფრაგმით. Plus ვერსიაში დამატებითი კამერის მოდულია f/2,8 დიაფრაგმით და Protrait Lightning რეჟიმით.

კიდევ ერთი სიახლე ვიდეოს 4K გარჩევადობითა და 60 კადრი წამში სიჩქარით ჩაწერაა, ხოლო შენელებული რგოლების გადასღებად 1080p-ში 240 კადრი წამში გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა კამერები ორივე მოდელში აღჭურვილია ოპტიკური სტაბილიზაციით. შეგახსენებთ, რომ წინა მოდელებში ამის მარდაჭერა მხოლოდ Plus ვერსიას ქონდა.

ანსაკურთრებული ყურადღება Apple-მა AR ტექნოლოგიებს დაუთმო და ახალ iPhone-ებში არის დამატებითი რეალობის და Metal 2 ძრავის მხარდაჭერა. უკვ ძალიან მალე კომპანიის პარტნიორები გამოუშვებენ ახალ თამაშებს, რომელიც ამ თქნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა.

iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 4,7-დიუმიანი IPS-ეკრანი გარჩევადობით 1334х750 წერტილი, კონტრასტულობა 1400:1, ტექნოლოგია TrueTone (iPhone 8) ან 5,5-დიუმიანი IPS-ეკრანი გარჩევადობით 1920х1080 წერტილი, კონტრასტულობა 1300:1, ტექნოლოგია TrueTone (iPhone 8 Plus);
  • ჩიპსეტი A11 Bionic მოძრაობის დამხმარე პროცესორით M11;
  • 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა f/1,8 დიაფრაგმით;
  • დამატებითი კამერა ტელეობიექტივით და f/2,8 დიაფრაგმით (მხოლოდ iPhone 8 Plus-ში);
  • 7-მეგაპიქსელიანი კამერა f/2,2 დიაფრაგმით;
  • წყლისა და მტვრისაგან დაცვა IP67 სტანდარტით;
  • თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID;
  • Qi უკაბელო დამუხტვა;
  • გაბარიტები: 138,4 х 67,3 х 7,3 მმ (iPhone 8), 158,4 х 78,1 х 7,5 მმ (iPhone 8 Plus);
  • წონა: 148 გრამი (iPhone 8), 202 გრამი (iPhone 8 Plus);
  • iOS 11

ფასები და ხელმისაწვდომობა:

iPhone 8 64 GB – 699$
iPhone 8 256 GB – 849$

iPhone 8 Plus 64 GB – 799 $
iPhone 8 Plus 256 GB – 949 $

1 კომენტარი

  1. […] iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის მსგავსად iPhone X-ის საფუძველი ახალი A11 Bionic ჩიპი გახდა. ჩიპი ოთხი ენერგოეფექტური Mistral ბირთვისგან და ორი მაღალი წარმადობი Monsoon ბირთვისგან შედგება, რომელბიც მძიმე გამოთვლების საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება მხოლოდ. აღნიშნული პროცეოსრი პრიველია iOS მოწყობილობებში, რომელსაც Apple-ის მიერ შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებელი აქვს. წინასწარი ტესტების თანახმად iPhone X დღეისათვის ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური მოწყობილობაა მსოფლიოში. Apple-მა ასევე განაცხადა, რომ iPhone X 2 საათით მეტი ხანი მუშაობს ავტონომიურად ვიდრე iPhone 7. […]

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here