ევროპაში ჩატარებული რეიდების დროს დააპატიმრეს პირატული დაჯგუფება Sparks Group-ის ევრები. სევერები, რომელებიც უზრუნველყოფდა Sparks Group-ის ტორენტ-ტრეკებს და პირატულ საიტებს და მათ შვილობილ ჯგუფებს Geckos, Drones, Rovers და Splinters გათიშულია.

როგორც TorrentFreak ამბობს, რომ ჯერ ჯერობით უცნობია თუ სად ჩატარდა რეიდები. TF-ის ყაროები მიუთითებენ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე, კერძოდ, ნორვეგიასა და შვედეთზე, ასევე ნიდერლანდებსა და შვეიცარიაზე.

TF აღნიშნავს, რომ რეიდები და დაპატიმრებები მოყვა ჯორჯ ბრიდის, უმარა აჰადის და ჯონათან კორეას საქმიანობის გამოძიებას. კერძოდ, ბრიდი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით იყო Sparks Group-ის წევრი და გამოძიების მტკიცებით ეს ჯგუფი არღვევდა მანჰეტენის, ბრუკლინის და ნიუ-ჯერსის დისტრიბუტორების უფლებებს.

“Sparks Group”-ის მთავარი მიზანი იყო გაყიდვაში გამოსვლამდე მოტყუებით მიეღო DVD და Blu-Ray დისკები ფილმებითა და სერიალებით, რომლებიც საავტორო უფლებებით იყო დაცული. ამის შემდეგ საავტორო უფლებებით დაცული კონტენტი ტრანსლირდებოდა და ვრცელდებოდა Sparks Gorup-ის სერვერების საშუალებით მანამ სანამ DVD და Blu-Ray დისკები საცალო გაყიდვაში გამოდიოდა” – ნათქვამია ბრიდის 2020 წლის 8 იანვრის საბრალდებო დასკვნაში.

Sparks Group-ის მეორე დაპატიმრებული პირი ჯონათან კორეაა. მას მას ბრალდება აგვისტოში წაუყენეს და მასთანაც თითქმის იგივე პრეტენზიები აქვთ რაც ბრიდისთან და აჰმადთან. კორეა კანზასში დაიჭირეს და ფედერალური სასამართლოს წინაშე იქ წარსდგება.

უმარ აჰმადმა გაქცევა მოახერხა. ბრიდის მსგავსად ის 2011 წლიდან ყო დაჯგუფებსი წევრი. როგორც ბრალდება ამბობს, მან ათეულობით მილიონის ზარალი მიაყენა კონოსტუდიებს. ბრიდის მსგავსად, მასაც ბრალი საავტოროუფლებების დარღვევაში ედება, თუმცა ელექტრონულ თაღლითობასა და მოპარული ქონების ტრანსპორტირებაში ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათნ.

“18 ქვეყნის სამართალდამცავ როგანოებთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ევროპოლიციის დახმარებით გათიშეს Sparks Group-ის ათეულობით სერვერი, მათ შორის არის სერვერები ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. Sparks Gorup ამ სერვერებს საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის უკანონო შენახვისა დაგავრცელებისათვის იყენებდა” – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

წინა სტატიაამერიკელმა დეველოპერმა პატენტების და სავაჭრო ნიშნების ოფისს უჩივლა იმაზე, რომ ხელოვნურ ინტელექტს გამოგონება შეუძლია
შემდეგი სტატიაApple-მა Facebook-ის iOS აპლიკაცია დაბლოკა სადაც App Store-ის 30% კომისიაა მოხსენიებული.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი