კონტენტზე გადასვლა
რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ

რა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ

სალომე გაზდელიანი · 1 წთ საკითხავი

სოციალური ქსელი ინსტაგრამის მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ მათი ანგარიშები დაიბლოკა. ხარვეზი 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შეეხო. გაუგებრობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კომპანია ადასტურებს, წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. მათი განმარტებით, ვითარებას სწავლობენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებიათ. ხარვეზის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. კომპანია შექმნილი გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი ექაუნთი არ დაბლოკილა, მაგრამ გამომწერები დაკარგეს. მაგალითად, თავად ინსტაგრამის პირადი პროფილიდან 1 მილიონი გამომწერი გაქრა.

ამ დროისთის ანგარიშების ძირითადი ნაწილი სერვისს დაუბრუნდა.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!