Bloomberg-ის ფოტო

ტიმ კუკი დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი დინამიკი HomePod ჟღერადობის მაღალი ხარისხით შოკში ჩააგდებს მის მფლობელებს. ეს განცხადება კომპანია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა, პასუხად კითხვაზე თუ რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა მათი წარმოების პროდუქტი.

სპიკერის შექმნისას ინჟინრების ყურადღება არა მხოლოდ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არამედ ხმის ხარისხზეც იყო კონცენტრირებული. “HomePod -ენს ნამდვილი წინსვლაა. მუსიკა ჩვენს დნმ-შია, ამიტომაც ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ დინამიკს ჩვეულებრივი ჟღერადობა ქონოდა”

კუკის თქმით, ის მოხარულია, რომ კომპანია უბრუნდება მუსიკალური ტექნიკის ბაზარს, იმიტომ, რომ სწორედ მუსიკით დაიწყო თანამედროვე Apple-ის ისტორია. “ჩვენ Apple-ში დიდი დროს ვუთმობთ მუსიკას და გვინდა, რომ მისით დატკბობის საშუალება ყველა ოჯახში იყოს” – ამბობს ის.

საინტერესოა ისიც, რომ HomePod-ის შექმნა მასზე ჭორების გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მისი გამოშვება რამდენიმეჯერ გადაიდო ტექნოლოგიების უფრო დახვეწის მიზნით, თუმცა რა ტექნოლოგიების გამო მოხდა რელიზის გადატანა მას არ გაუმხელია.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here