პირველმა ქართულმა ბრაუზერმა “სთექმა” (Stack) ინტერნეტ სივრცეში ახალი პროდუქტი Stack NEXT გამოუშვა.
ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ ახალი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ ბრაუზერი მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის შესაძლებლობას აძლევს.
Stack NEXT უკვე Product Hunt-ზეა განთავსებული, სადაც ხმის მიცემის გზით დღის ყველაზე ინოვაციურ პროდუქტებს ავლენენ. შესაბამისად, მათ მხარდასაჭერად ნებისმიერ მსურველს პროდუქტისთვის ხმის მიცემა შეუძლია.
Stack NEXT-ის გამოყენების შესახებ “სთექმა” ვიდეო გააზიარა, სადაც მომხმარებელს პირველი კოლაბორაციული ბრაუზერის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის.

აღნიშნული სიახლე ინტერნეტის მოხმარებისას სამუშაო პროცესს ბევრად ამარტივებს.

ქართული ბრაუზერი Stack ინტერნეტ სივრცეში 2018 წელს გამოჩნდა. ბრაუზერი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე ვებ აპლიკაცია და საიტი ერთი სივრციდან მართოს.

წინა სტატიაკრიპტო მილიარდერმა სემ ბეკმანმა აქტივების 94% დაკარგა
შემდეგი სტატიაiPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი