ბევრ ჩვენგანს აქვს სახლში ძველი მობილური ტელეფონი. ჩვეულებრივ, ისინი გამორთულ მდგომარეობაში უჯრაშია შენახული ან დამატებით ტელეფონად ვიყენებთ. თუმცა, ამ ტელეფონებს შეიძლება სხვა დანიშნულებაც მოვუძებნოთ. მაგალითად, არხის Tinkernut-ის ავტორმა პოპულარული ტელეფონი Nokia 1100 ჭკვიან საათად გადააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გადაკეთების პროცესი გარკევეულ უნარებს მოითხოვს. თუმცა, ვიდეორგოლისა და Tinkernut-ის საიტზე დაწვრილებითი აღწერის ნახვის შემდეგ, ყველა მსურველი შეძლებს ამგვარი “გარდაქმნის” ჩატარებას დამოუკიდებლად.

ჭკვიანი საათის შესაქმნელად ავტორმა გამოიყენა Nokia 1100-ის ეკრანი და პატარა ვიბრაციული ძრავა. ბლუთუზის მოდული, ბატარეა და სხვა კომპონენტები ცალკე შეიძინა. ასევე, დაწერა პატარა პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა სმარტფონიდან საათის ეკრანზე შეტყობინება გაეგზავნა.

წყაროGeeky Gadget
წინა სტატიაNokia D1C – ტექ. მონაცემები AnTuTu-ში გაიპარა
შემდეგი სტატიაPrisma-ს ვიდეოს მხარდაჭერა დაემატა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი