უკვე ოქტომბრის დასაწყისში Nokia-ს სმარტფონები დაიწყებენ ანდროიდის უახლესი ვერსიის მიღებას.

კომპანია HMD Global ცდილობს პასუხისმგებლობით მოეკიდოს განახლებების გამოშვებას თავისი სმარტფონებისთვის. მაგალითისთვის არც ისე დიდი ხნის წინ მათ რეიტინგის ლიდერობა მოიპოვეს განახლებების სისწრაფით და უსაფრთხოებით. ნამდვილად შესაშური ტენდენციაა, რომელსაც კომპანია ინარჩუნებს, რადგანაც უახლოეს კვირებში მათი რამდენიმე მოდელი უკვე მიიღებს Android 10 განახლებას.

პირველები იქნებაიან Nokia 7.1, Nokia 8.1 და Nokia 9 PureView. ოქტომბრის დასაწყისიდან მომხამრებლები მიიღებენ შეტყობინებას განახლების შესახებ. წლის ბოლოკენ განახლებები წამოვა Nokia 6.1, Nokia 6.1 Plus დან Nokia 7.1 Plus სმარფონებზე. მომავალი წლის დასაწყისში Android 10-ზე განახლება Nokia 2.2 / 3.1 Plus / 3.2 / 4.2, ხოლო უფრო გვიან Nokia 1 Plus / 5,1 Plus / 8 Sirocco / 2.1 / 3.1 / 5.1 / 1.

როგორც ჩანს HMD Global უკმაყოფილოს არავის დატოვებს და განაახლებს ყველა აქტუალურ მოდელს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here