დღეს მოხსნადი აკუმლატორის მქონე ახალი სმარტფონის პოვნა საკმაოდ ძნელია, თუმცა ჯერ კიდევ არის საშუალება გამოიწეროთ Android სმარტფონები, რომლებიც არ ღალატობენ ტრადიციას.

Samsung Galaxy XCover 6 Pro — დაცული სამსუნგი

ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ფლაგმანი, მაგრამ მას ბევრი რამე შეუძლია. მას გააჩნია Full HD დისპლეი, საშუალო დონის Snapdragon 778G პროცესორი, ნორმალური კამერები და დიდი 4050 mAh მოხსნადი ბატარეა, რაც მას ძალიან მიმზიდველ ტელეფონად აქცევს. უხეში XCover 6 Pro ასევე შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ძალიან გამძლე. მას აქვს IP68 რეიტინგი და MIL-STD 810H სერთიფიკატი დარტყმაგამძლეობაში.

Samsung Galaxy XCover 6 Pro უფრო ძვირია, ვიდრე სხვა მსგავსი საშუალო დონის მოწყობილობები, მაგრამ ის გამიზნულია ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე. ასე რომ, ვისაც სურს უხეში ტელეფონი ბატარეის შეცვლის შესაძლებლობით ვურჩევთ გადახედოს მას.

Fairphone 4 ძალიან იშვიათი სმარტფონი

Fairphone 4 ალბათ საუკეთესო ვარიანტია, თუ გსურთ უახლესი ტელეფონი მოსახსნელი ბატარეით. ის გამოვიდა 2021 წლის სექტემბერში, რაც მას შედარებით ახალ, თუმცა ის საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია. არც სპეციფიკაციების ნაკლებობას უჩივს და არც თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.

მოწყობილობა გამოდის Android 11-ით და მისი სპეციფიკაციები მოიცავს Snapdragon 750G 8 GB ოპერატიული მეხსიერებით. 6.3 დიუმიანი დისპლეი გთავაზობთ 1080p გარჩევადობას და ბატარეა საკმაოდ საშუალოა 3905 mAh. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ის ჩვეულებრივ შეცვალოთ. თქვენ ასევე მიიღებთ თანამედროვე ფუნქციებს, როგორიცაა თითის ანაბეჭდის სკანერი, ორმაგი კამერა, IP54 სერთიფიკატი და MIL-STD-810G შესაბამისობაც კი.

ეს არის ძვირადღირებული ტელეფონი და მისი ყიდვა არც ისე ადვილია საქართველოში, თუმცა უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ მწარმოებლისგან.

Nokia C21— იაფი ტელეფონი მოხსნადი აკუმლატორით

Nokia C21 არ არის ყველაზე ძლიერი ტელეფონი მოსახსნელი ბატარეით, მაგრამ ეს არის საკმაოდ ახალი ბიუჯეტური ალტერნატივა ზემოთ მოყვანილი მოწყობილობებისთვის. მას გააჩნია Android 11 (Go Edition) – მსუბუქი Android საოპერაციო სისტემა.

HMD ტელეფონი ეფუძნება Unisoc SC9863A ჩიპსეტს, რომელიც შესანიშნავია შეტყობინებების გაგზავნისთვის, ვებ-ბრაუზინგისთვის და სხვა მსუბუქი ამოცანებისთვის. ნუ ელით რაიმე განსაკუთრებულს, როცა დანარჩენ სპეციფიკაციებს გადახედავთ. აქ არის 2-4 GB ოპერატიული მეხსიერება, 32-64 GB შიდა მეხსიერება და 3000 mAh ბატარეა. პატარაა, მაგრამ მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ თან წაიღოთ რამდენიმე აკუმლატორი და არ ინერვიულოთ ბატარეის ხანგრძლივობაზე.

Nokia C100 – ულტრაბიუჯეტური ტელეფონი

Nokia C100 არის ულტრაბიუჯეტური მოწყობილობა. ეს საუკეთესო ვარიანტია, თუ თქვენ გჭირდებათ ტელეფონი მოსახსნელი ბატარეით ბავშვისთვის ან ძალიან მცირე მოთხოვნების მქონე მომხმარებლისთვის. მას აქვს Mediatek Helio A22 პროცესორი, 3 GB ოპერატიული მეხსიერება, 32 GB შიდა მეხსიერება და 4000 mAh ბატარეა.

5.45 დიუმიანი ეკრანი არ არის იდეალური, მაგრამ ის 720p გარჩევადობას მოგცემთ. ეს არ არის საუკეთესო, მაგრამ ძალიან კარგი ბიუჯეტური ვარიანტია თავისი ფასის კატეგორიაში.

Samsung Galaxy XCover 5 — ექსტრემალებისთვის

Samsung Galaxy XCover 6 Pro-ს სტილში ჯდება XCover 5 და უძლებს ბევრს, როგორიცაა სამშენებლო მოედანი ან ლაშქრობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, XCover 5-ს აქვს IP68 რეიტინგი და შეუძლია გაუძლოს ვარდნას 1,5 მეტრამდე. სმარტფონი აღჭურვილია საშუალო დონის Exynos 850 ჩიპსეტით 4 GB ოპერატიული და 64 GB-მდე შიდა მეხსიერებით.

რა თქმა უნდა, Galaxy XCover 5 განკუთვნილია ექსტრემალური პირობებისთვის და არა ყოველდღიურობისთვის. ამიტომ, თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი კამერა თითოეულ მხარეს – 16 MP უკანა კამერა და 5 MP წინა კამერა.

წინა სტატიაApple ეძებს 3D სამყაროს შემქმნელებს და ვიდეო სერვისს თავისი მომავალი შერეული რეალობის ყურსასმენისთვის
შემდეგი სტატიაGoogle 392 მილიონ დოლარს გადაიხდის აშშ-ში მომხმარებლების უკანონო მეთვალყურეობისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი