Google დათანხმდა 391,5 მილიონი დოლარი გადაუხადოს აშშ-ს 40 შტატს მომხმარებლების უკანონო თვალთვალის საქმის მოსაგვარებლად. ასევე 2023 წლიდან, კომპანიამ უნდა გააფრთხილოს მომხმარებლები მდებარეობის თვალთვალის ჩართვის შესახებ და აუხსნას, თუ როგორ უნდა გამორთოთ ეს ფუნქცია.

2014 წლიდან 2019 წლამდე Google თავისი სერვისების საშუალებით აკონტროლებდა iPhone და Android სმარტფონების მფლობელების მდებარეობას, მაშინაც კი, როდესაც მდებარეობა გამორთული იყო. ეს მონაცემები Google-მა გამოიყენა პერსონალიზებული რეკლამის საჩვენებლად.

კომპანიამ განაცხადა, რომ გამოძიება ეფუძნებოდა “მოძველებული პროდუქტის პოლიტიკას”.

წინა სტატია5 შესანიშნავი ტელეფონი ჯერ კიდევ მოხსნადი აკუმლატორით
შემდეგი სტატიაShrimp – გიორგი ბერუაშვილის შექმნილი პროგრამა, რომელსაც ამაზონი 13 ქვეყანაში იყენებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი