Mobile World Congress 2017-ზე კომპანია HMD Global-მა Nokia 3310-ის თანამედროვე რეინკარნაცია წარმოადგინა. გარდა ამისა Nokia-ს ბრენდის მფლობელმა ორი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი, Nokia 3 და Nokia 5 გამოუშვა.

ლეგენდის დაბრუნდება

ის რასაც ყველა ელოდა, ლეგენდარული Nokia 3310. ტელეფონის ტექნიკური მონაცემები არ გაჟღერებულა თუმცა მას საუბრის რეჟიმში 22 საათი შეუძლია მუშაობა და ორი სიმ-ბარათის სლოტი აქვს. გარეგნულად ტელეფონი საკმაოდ განსხვავდება ორიგინალისგან და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. სერიას დაემატა ახალი ფერები: შავი, წითელი, ყვითელი და ნაცრისფერი. ტელეფონს რა თქმა უნდა აქვს ლეგენდარული თამაში “გველი”

Nokia 3 და 5

კიდევ ერთი სიახლე  Nokia-ს კომპაქტური და ხელმისაწვდომი Android სმარტფონები გახდა. Nokia 5-ის კორპუსი ალუმინის უნიბოდია და ხელმისაწვდომია შავ, ვერცხლიფერ, თაფლისფერ და ლურ ფერებში. სმარტფონს 5,2 დიუმიანი HD ეკრანი, Snapdragon 430, 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.

Nokia 3 უფრო ხელმისაწვდომია და მისი ფასი 147 დოლარი იქნება. მას 5 დიუმიანი HD ეკრანი, MediaTek MT6737, 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.

ორივე ტელეფონი Android 7.1.1 Nougat საოპერაციო სისტემით იმართება და Google Assistant-ის მხარდაჭერა ექნება. სმარტფონები ასევე Google Photo-ს ულიმიტო საცავს მიიღებენ.

კომპანიამ Nokia 6-ის საერთაშორისო გაყიდვებიც დაიწყო და ამის აღსანიშნავად სმარტფონის შუშის ვერსიაც კი გამოუშვა, რომელიც 299 დოლარი ეღირება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here