F8-ის თანამშრომბელისათვის გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე კომპანია Facabook-მა გვამცნო თავის თითქმის ყველა სერვისთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. ყურადღების გარეშე არ ჩაუვლია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-საც. აპლიკაციას დაემატება რამდენიმე ფუნქცია, რომელსაც დიდხანს ველოდით.

მართალია, რომ WhatsApp მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერია, თუმცა კოკურენტებთან შედარებით ფუნქციონალის სიმწირით გამოირჩევა. ამიტომ შემქმნელებმა გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარება. ერთ-ერთი სიახლე ჯგუფური ვიდეო ზარის განხორციელების შესაძლებლობა იქნება. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა წარმოდგენილი სურათის მიხედვით ირკვევა, რომ ვიდეოზარში მონაწიოლების მიღებას ერთდროულად ოთხი ადამიანი შეძლებს.

მეორე სიახლეა სტიკერების მხარდაჭერა. სერვისში იქნება, როგორც ჩაშენებული სტიკერები, ასევე გარე შემქმნელების მიერ შექმნილი.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here