Oxyn – ეს არის ახალი მწვანე კრიპტო ვალუტა Treepex-ის შემქმნელებისგან, რომელიც მომხმარებლებს ფინანსურ სარგებელთან ერთად საშუალებას აძლევს გარემოს დაცვაზეც იზრუნონ.

აქ შემოსული თანხა მწვანე ორგანიზაციებში გადამისამართდება და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა  დარგოს ხე საკუთარი ან ახლობლის სახელზე.

აღსანიშნავია, რომ ყველა დარგულ ხე აღჭურვილია სპეციალური მიკრო  ჩიპით, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია  ხის ზრდის პროცესის თვალყურის დევნა. ასე, რომ მომხმარებლები მიიღებენ, როგორც ოქსინ ტოკენს, მათ სახელზე დარგული ხის ფოტოს, გეოგრაფიული ლოკაციის კოორდინატებსა და ასევე შეძლებენ თვალი ადევნონ დარგულ ხეს.

საწყის ეტაპზე Oxyn შეძენა ვებ გვერდიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო სექტემბრიდან oxyn ტოკენის მფლობელებს oxyn კრიპტო ვალუტას გაზრდილ ფასად გაანაღდებენ.

მწვანე კრიპტო ვალუტა  ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა თავიანთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ნიუ იორკში დააარსეს. მათ საქართველოში 50 000 ხე დარგეს, ახლა კი ხეების დარგვის პროცესი დაწყებული აქვთ კალიფორნიაშიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here