„არადა ერთი კვირა ვირეპეტიციე“ – რა მოხდა სამსუნგის სმარტფონების პრეზენტაციაზე ტექნოპარკში

ახალი სმარტფონის ეკრანის გატეხვა ის კოშმარია, რომლისაც ტექნოლოგიების მოყვარულებს ყველაზე მეტად გვეშინია. ჩვენი შრომით და ოფლით მოპოვებული, თვეების განმავლობაში ნაგროვები ფულით მივდივართ და სანუკვარ გაჯეტს ვყიდულობთ, მერე რაღაც მომეტში ყურადღებას მოვადუნებთ და ბრახ! სმარტფონი ძირს ეცემა, ეკრანი ტყდება და ნერვებიც წყდება.

ტექნოპარკში სამსუნგის  Galaxy S9 და S9+ სმარტფონების პრეზენტაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა. სიმპათიური წამყვანი დამსწრე აუდიტორიას კიდევ უფრო სიმპათიურ ტელეფონებს აცნობდა, თუმცა შემთხვევით სცენიდან გადმოვარდა და რაც მერე მოხდა, იმან მთელ ტექნოპარკს გული დაწყვიტა. წამყვანი ტრავმებს გადაურჩა, S9 – ვერა, ეკრანი გატყდა.
ინციდენტის მიუხედავად წამყვანი სცენაზე დაბრუნდა და პრეზენტაცია გააგრძელა, თან დასძინა, არადა, ამ გამოსვლისთვის ერთი კვირა ვირეპეტიციეო. ღონისძიებას რამდენიმე დამსწრე ფეისბუქის ლაივზე აშუქებდა. ეს ინციდენტი ერთ-ერთი მათგანის, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, ბახვა ბრეგვაძის ვიდეოში მოხვდა. წამყვანმა უხერხული მომენტი მოხერხებულად გადაფარა სამსუნგის „უსაზღვრო ეკრანის გარანტიაზე“ საუბრით, რომელიც სწორედ Galaxy S9|S9+ის გატეხილი ეკრანის საჩუქრად გამოცვლას გულისხმობს.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here