The Game Awards 2021-ზე Google-მა განაცხადა, რომ უკვე მომავალ წელს Windows-ის მომხმარებლები შეძლებენ Google Play Games აპლიკაციით სარგებლობას, რომელიც გახსნის წვდომას ასეულობით Android თამაშთან. აღინიშნა, რომ თამაშები ლოკალურად გაეშვება, თუმცა ემულაციისთვის არ იქნება გამოყენებული BlueStacks-ის, Microsoft-ის ან სხვა ცალკეული მწარმოებლის პროდუქტი.

“2022 წლიდან გეიმერები შეძლებენ დატკბნენ საყვარელი თამაშებით Google Play-დან უფრო მეტ მოწყობილობაზე: ისინი შეძლებენ შეუზღუდავად გადაერთონ სმარტფონს, პლანშეტს, Chromebook-სა და პერსონალურ კომპიუტერს შორის” – განაცხადა გეგ ჰარტრელმა, რომელიც Google Play Store-ის გეიმინგის მიმართულების ხელმძღვანელია. “Google-ის ეს პროდუქტი ხსნის Google Play Games-ის საუკეთესო შესაძლბელობებს ლეპტოპებსა და სამაგიდო კომპიუტერებზე, და ჩვენ მოხარეულები ვართ ჩვენი პლატფორმის გაფართოებით”.

Google Play Games იქნება ნეითივ აპლიკაცია Windows-ზე, რომელსაც Google გაავრცელებს და ექნება Windows 10 და უფრო ახალი ვერსიების მხარდაჭერა. აპლიკაცია არ გამოიყენებს არანაირ ინტეგრაციას Windows 11 სისტემასთან.

წინა სტატიაზელენსკი: უკრაინაში მოსახლეობის აღწერა Apple-თან ერთად ჩატარდება
შემდეგი სტატიაTSMC-მა შესაძლოა გერმანიაში ქარხანა ააშენოს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი