27 სექტემბერს, კომპანია Mozilla-მ დააგზავნა ელ-ფოსტა სადაც გვატყობინებს, რომ წყვეტს მუშაობას Firefox OS-ზე (Boot to Gecko). არსებული ნამუშევარი open source საზოგადოებას გადაეცემა.

ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანიის ხელმძღვანელობა მივიდა იმ აზრამდე, რომ Firefox OS-მა ვერ გაამართლა მოლოდინები. 2016 წლის ივლისში Mozilla-მ შეაჩერა პროექტის კომერციული დამუშავება.

Firefox OS არის საოპერაციო სისტემა პლანშეტური კომპიუტერებისა და სმარტფონებისთვის, რომელიც საკუთარ ძრავაზე Gecko-ზე ეფუძნება და მისი უმთავრესი დეველოპერი Mozilla Foundation იყო. პროექტი 2011 წლის 26 ივლისს დაანონსდა და 2012 წელს კომპანია Telefonica-თან ერთად გამოვიდა სმატფონის პროტოტიპი, რომელიც Boot to Gecko-ზე მუშაობდა.

Firefox OS-ს შემქმნელების თვალსაზრისით ქონდა შემდეგი კონკურენტული უპირატესობები:

  • ღია წყარო კოდი და აპარატული პლატფორმა;
  • დაბალი სისტემური მოთხოვნები;
  • მარტივი აპლიკაციების სწრაფი გაშვება;
  • HTML5-ის მხარდაჭერა.

რამდენიმე წლის შემდეგ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი თვისება არ გახდა უმთავრესი სმარტფონის მყიდველებისთვის, რადგანაც მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი მის გარშემო უკვე არსებული ეკოსისტემა აღმოჩნდა.

Firefox OS ახლა უკვე ღია კოდით გამოცემის სტადიაშია და შესაძლოა მასზე მუშაობა უკვე ფართო მასებში გახდეს პოპულარული. კოდიდან ამოღებული იქნება კომერციული დანამატები და Mozilla-ს ბრენდინგი და სხვა დამატებითი ელემენტები. მიმართუვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილიოთ შემდეგ ბმულზე.

კომპანიამ აღიარა პროექტის სრული კრახი და სრულად წყვეტს მასში მონაწილეობას. კოდის ღიად გამოცემა კი უფრო კეთილი ნების ჟესტია, მათთვის ვინც პროექტს გულშემატკივრობდა და ამ მიმართულებით მუშაობდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here