Samsung ამჯერად უარს იტყვის 3.5 მმ ყურსასმენების გასართისგან Galaxy S8-ში, თუმცა ახალ ფლაგმანს 4K ეკრანი ექნება და ორიენტაციას ვირტუალური რეალობის აპლიკაციებზე გააკეთებს.

ახალი გაჯეტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი და ეს შესაძლოა Mobile World Congress 2017-ის ფარგლებშიც მოხდეს. Galaxy S7-ის ეკრანის გარჩევადობა 2560×1440 პიქსელია და ერთ-ერთი საუკეთეოს ბაზარზე. გარჩევადობის გაზრდის მიზეზი ლოგიკურია, რომ ვირტუალური რეალობის მხარდაჭერაა. S8-ის ეკრანის დიაგონალი 5,1 დიუმი იქნება, ხოლო S8 Edge ვარიანტს 5,5 დიუმიანი დისპლეი ექნება.

პრობლემას აკუმლატორი წარმოადგენს, რომლის 2/3 ვირტუალური რეალობის აპლიკაციების მოხმარებისას სამ საათშ იცლება. დეველოპერებს მოუწევთ კორპუსის სისქის გაზრდა აკუმლატორის მოცულობის მომატების სასარგებლოდ. ასევე ცნობილი გახდა, რომ Galaxy S8 მიიღებს უახლეს Gorilla Glass 5 დამცავ შუშას, Samsung Exynoss 8995-ს 16 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და Mali-G71 გრაფიკას Biofrost არქიტექტურის ბაზაზე, რომელიც ვირტუალურ რეალობაზეა მორგებული. მთავარი კამერა ორი სენსორით იქნება აღჭურვილი და შესაბამისად 12 და 13 მეგაპიქსელი იქნება. სელფი კამერა 8 მეგაპიქსელიანი იქნება და წინა მხარეს თვალის ბადურის სკანერიც დაემატება.

მოლოდინი იმის შესახებ, რომ S8-ს მოქილი (ღუნვადი) ეკრანი ექნება არ დასტურდება. ჭორების თანახმად მოწყობილობას არ ექნება 3.5 მილიმეტრიანი აუდიო პორტი ისევე, როგორც iPhone7/7Plus-ს. რა თქმა უნდა ფლაგმანს სტანდარტული და უნივერსალური USB Type-C პორტი ექნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here