საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში  კომპანია EON Reality – სთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს რეგიონალური VR (ვირტუალური რეალობის) სასწავლო ცენტრის კონცეფციას. 

ამჟამად განიხილება საქართველოსა და EON Reality – ს შორის აღნიშნულ ცენტრში თანაინვესტირების შესაძლებლობა, სადაც კომპანიის კაპიტალი ორჯერ მეტი იქნება. 

ამასთან, აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გადამზადების სამთავრობო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მოხდება იმ დარგებში გადამზადება, სადაც VR მეთოდი ეფექტური იქნება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება, რომ უცხოელმა ტრენერებმა და ექსპერტებმა სწავლება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე განახორციელონ. 

აღსანიშნავია, რომ VR ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც დაფარავს.

წინა სტატიაინტერნეტსივრცეში მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონი გამოჩნდა
შემდეგი სტატიაRaspberry Pi 3 – განხილვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი