„ბაქსვუდის“ სკოლის ინოვაციების ცენტრში კრეათონი გაიმართა. ღონისძიება ახალგაზრდების კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით ჩატარდა.

კრეათონს, ინოვაციების სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მაღაკლასელებს, TechTalk-ის ფარგლებში, წაუკითხეს ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და Google-ში მუშაობის დაწყების შესაძლებლობაზე.

შემდეგ კი, ცენტრის მოსწავლეებმა „სუმო-ბოტი“ წარადგინეს, რომელიც, სპორტის ამ სახეობაში, მათ მიერვე დაპროგრამებული რობოტების შეჯიბრებას გულისხმობდა.
„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისში“ თავად ინოვაციების ცენტრი ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

აქ მოსწავლეები რობოტების პროგრამირებას, 3D მოდელირებას და სხვა ე.წ. მომავლის პროფესიებს შეისწავლიან.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here