Business Insider-ის ინფორმაციით Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ტექნოლოგიების სფეროში სპეციალისტებისთვის სასაწავლებელი გახსნა.

პროექტის საიტზე ნათქვამია, რომ ვოზნიაკმა შთააგონა გუნდი Woz U შეექმნათ “ციფრული ინსტიტუტი” მიუხედავად სახელწოდებისა სასწავლო პროგრამა ვოზნიაკს არ შეუქმნია და ის Southern Careers Institute-მა შეიმუშავა.

Woz U-ს სტუდენტები მიიღებენ წვდომას ონლაინ კურსებზე, სადაც მათთან მასწავლებლები და ასისტენტები იმუშავებენ. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ პროგრამის არჩევა სასწავლებელმა გაუშვა აპლიკაცია, რომელშიც გათვალისწინებულია ტესტი მომავალი სტუდენტის ძლიერი მხარეების განსაზღვრისათვის.

მომხმარებლები შეძლებენ შეისწავლონ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის და კომპუტერული მხარდაჭერის საფუძვლები. 2018 წელს Woz U გაუშვებს კურსებს სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოებისა და Data Science-ის დარგში, ასევე მობილური აპლიკაციების დამზადების მიმართულებითაც.

პროექტის წარმომადგენლებს არ გაუმხელიათ სწავლების საფასური, მაგრამ აღნიშნეს, რომ ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სასწავლო პროგრამაზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here