Microsoft-ის რედმონდის კამპუსში სახლებიი ხეებზე გამოჩნა სადაც კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ და ატარებებნ შეხვედრებს. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ბლოგში ისაუბრა.

კომპანიამ უკვე აჩვენა ორი ნაგებობა, ხოლო კიდევ ერთი ღია სივრცე კონფერენციებისა და შეხვედრებისთივს წლის ბოლომდე დასრულდება. Microsoft-ში ამბობენ, რომ თანამშრმლების თხოვნით გადაწყვიტეს შეექმათ სამუშაო გარემო სუფთა ჰაერზე.

პროექტზე პიტ ნელსონი მუშაობდა, რომელიც სატელევიზიო პროგრამა Treehouse Masters-ის წამყვანია Animal Planet-ზე.

Wi-Fi ქსელები სრულად ფარავს შენობებს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ხის ავეჯი სრულად დაცულია უამინდიბისა და წყლისაგან. ყოველ სამუშაო ადგილს აქვს ელექტრო ენერგია და ერთ-ერთ სახლში კაფეტერიაც კი არის ღია აივნით ბარბექიუსთვის.

მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უჟანგავი საქანელა-სავარძლები, არის ბუნებრივ აირზე მომუშავე ბუხარი და ფარდული, რომელზეც მზიან ამინდში კომპანიის ლოგო გამონათდება ხოლმე.

შენობები ისეა აგებული, რომ არ შეაფერხოს ხეების ზრდა. სახლები 20 წელზეა გათვლილი და “ახალ კამპუსს საკუთარი სიცოცხლის ციკლი ექნება ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას”.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here