Charte.ge – ონლაინ პლატფორმა სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ამავე დროს პროექტი ,,ჩართე“ ასწავლის ბავშვებს ინტერნეტის გამოყენებას განათლებისათვის, და ხელშესახებს ხდის ქართული და უცხოენოვანი პლატფორმების გამოყენებას მომხმარებლისთვის. პროექტის მთავარი მიზანი არის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა . პროექტის მხარდასაჭერად საჭიროა ყოველთვიური შენატანი, ბარათის მონაცემების შეყვანის საშუალებით, რომელიც ბანკის დაცულ სერვერზე შეინახება.მიუთითებ სასურველ თანხას , 15,25, 30 50, რომელიც ყოველწლიურად ჩამოგეჭრება ანგარიშიდან.
საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახში 78 000-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან. პროექტს ახორციელებს საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia. Educare Georgia აქართულებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, და რაც მთავარია უფასო ონლაინ სკოლას, ka.khanacademy.org , რომელსაც 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს 30 ენაზე ითარგმნება , მათ შორის არის უკვე ქართულიც, ასევე შექმნეს ქართული YouTube არხი Khan Academy Kartuli.
Khan Academy-ზე განთავსებულია ყველა ძირითდ საგანში , მათ შორის კომპიუტერული პროგრამირება , ეკონომიკა, ხელოვნება , მაღალი ხარისხის 6 500-მდე ვიდეო გაკვეთილი, 100 000-მდე პრაქტიკული სავარჯიშო და საკითხავი მასალა.

წინა სტატიარა არის PROFIX.GE
შემდეგი სტატიაWi-Fi თერმოსტატი MOSTAT

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი