27 ნოემბერს ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ინოვაციების ცენტრში აქტიურად და სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნესმიმართულების ტრეინინგები.

ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე გახსნა ტექნოპარკი თელავში, ინოვაციების ცენტრებში ჭოპორტში, ხარაგაულში, ბაღდათსა და რუხში.
2019 წლისთვის ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here