მაშინ, რომცა ავტომობილების ინდუსტრიის უმთავრესი ნაწილი ცდილობს ელექტრომობილები გამოუშვას, სატვირთო მანქანების მწარმოებლები წყალბადის ელემენტებს ავითარებენ. ისინი თვლიან, რომ ეს უფრო სიცოცხლისუნარიანი ვარიანტებია მანქანებისთვის, რომლებსაც მძიმე ტვირთები გადააქვთ შორ მანძილზე.

კომპანია Daimler Trucks-მა წარმოადგინა სატვირთოების კონცეპტუალური ხაზი, რომლებიც საწვავ ელემენტებზე მუშაობენ. მათ შორის არის GenH2, რომელსაც ერთი გამართვით 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს დაახლოებით შეესაბამება ჩვეილებრივ დიზელზე მომუშავე სატვირთოს მაჩვენებელს.

Daimle Trucks იყენებს თხევად წყალბადს, რადგანაც ამ ფორმაში მას ენერგიის მეტი სიმკვრივე აქვს მოცულობასთან შეფარდებაში, ვიდრე წყალბადის გაზის სახით გამოყენებისას.

სერიულ მოდელში გამოყენებული იქნება საწვავი ელემენტების სისტემა 300 კილოვატზე და აკუმლატორი 400 კილავატზე პიკური დატვირთვებისთვის აღმართებში მოძრაობისთვის. GenH2 აღჭურვილი იქნება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული წყალბადის ორი რეზერვუარით, რომლებშიც ჯამში 80 კილოგრამი საწვავი ჩაეტევა.

წინა სტატიაFacebook-მა Oculus Quest 2 – ვირტუალური რეალობის გარნიტურა წარმოადგინა
შემდეგი სტატიაAirbus-მა სამი ნულოვანი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მქონე თვითმფრინავის კონცეპტი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი