პირველი ეს არის თვითმფრინავი ტურბოვენტილატორული ძრავით, რომელიც 200 მგზავრზეა გათვლილი და შეუძლია 3700 კილომეტრის მანძილზე ფრენა. ამ თვითმფრინავში მოდიფიცირებული გაზის ტურბინების მქონე ძრავაა გამოყენებული, რომელიც კეროსინის ნაცვლად წყალბადზე მუშაობს.

მეორე კონცეპტი ეს ტურბოვინტური თვითმფრინავია, რომელიც 100 მგზავრს გადაიყვანს 1800 კილომეტრიან რეისებზე და ის თხევად წყალბადზე მუშაობს.

მესამე კოცეპტი V-ფორმის “მფრინავი ფრთის” კონსტრუქციაა, რომელიც 200 მგზავრს დაიტევს და 3700 კილომეტრზე მეტ მანძილს დაფარავს.

Bloomberg-თან საუბარში კომპანიის მთავარმა ინჟინერმა ჯან-ბრის დიუმონმა თქვა, რომ მესამე ყველაზე რთულია ჩამოთვლილი კონსტრუქციებიდან. მიუხედავად ამისა მისი აზრით თუ კომპანია ყველაფერს კარგად გააკეთებს შესაძლებელი გახდება “რევოლუციურ” V-ფორმის მოდელებზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო კლასიკური პროექტები განხორციელდება და “მფრინავი ფრთა” მოგვიანებით განხორციელდება.

Airbus-ის წარმომადგენელის სიტყვებით, ნებისმიერი ასეთი პროგრამის წარმატება დამოკიდებულია აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე, მთავრობების მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე. კომპანი თვლის, რომ ავიაკომპანიებმა უნდა მოახდინონ სტიმულირება და გამოიყვანონ ძველი თვითმფრინავები ექსპლოატაციიდან.

უახლოესი ხუთ წლის განმავლობაშ Airbus-ის ინჟინრები გეგმავენ კიდევ უფრო დახვეწონ წყალბადის ტექნოლოგიები. რამდენი მთვეში კომპანია დაიწყვებს წყალბადის საწვავი ელემენტებისა და წყალბადის წვის ტექნოლოგიების ტესტირებებს. 2025 წლისათვის ZEROe პროექტის სამშენებლო ფაზა დაიწყება, ხოლო 20-იანი წლების დასარულისკენ თვითმფრინავების პირველი პროტოტიპები გამოჩნდება.

წინა სტატიაკონცეპტუალური Mercedes Benz GenH2 თხევად წყალბადზე მუშაობს
შემდეგი სტატიაAmazon ღრუბლოვანი გეიმინგის სერვისს გაუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი