Pixel 3 და Pixel 3 XL ამ კვირას წარმოადგინეს, თუმცა მოწყობილობები გაყიდვაში ჯერ არ გასულა. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია პირველი პრობლემების შესახებ. როგორც გაირკვა მოწყობილობა ძალიან მალე კარგავს პრეზენტაბელურ იერსახეს.

მესამე თაობის “პიქსელების” უკანა ხუფი მინისაა, ქვედა ნაწილს კი გლუვი სახე აქვს. ბლოგერები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ აპარატს, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ გლუვი ზედაპირი არ იტოვებს თითის ანაბეჭდებს. თუმცა, პრეზენტაციის დასრულებისთანავე გავრცელდა მესიჯი, რომ ნებისმიერი ნივთის შეხების შემთხვევაში უკანა პანელზე ჩნდება შესამჩნევი კვალი.

YouTube ბლოგერმა, მარკუს ბრაუნმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით MKBHD, თქვა, რომ მისმა სმარტფონმა მიკრო ნაკაწრების განყუთვის დროსაც კი მიიღო – მანამ, სანამ მოწყობილობას მაგიდაზე დადებდა ან ჯიბეში ჩაიდებდა.

9to5Google-ის ჟურნალისტებმა ეს ინფორმაციები გადაამოწმეს. შეამოწმეს მართლა მარტივად იკაწრება თუ არა Pixel 3 და Pixel 3 Xl.

კომპანია Google-ს ამ ფაქტის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here