Google-ის ახალი მოწყობილობების ანონსამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. როგორც ვიცით უმთავრესი სიახლე მე-2 თაობის Pixel სმარტფონები იქნება. ცნობილი გახდა ახალი გაჯეტების ზოგიერთი ტექნიკური დეტალი. საიტი Android Authority საკუთარ წყაროებზე დაყრნობით გვატყბოინებს, რომ Pixel 2 და Pixel XL 2 თითქმის ერთნაირ ტექნიკურ შიგთავსს მიიღებენ, თუმცა უფროსი მოდელი ახალი დიზაინით და დამატებით შესაძლებლობებით აღიჭურვება.

Pixel 2 XL – 18:9 შეფარდების მქონე რკალისებურ QHD ეკრანს მიიღებს, რომელიც წინა პანელის 80 – 85% დაიკავებს. ეკრანი Gorilla Glass 5 შუშით იქნება და ცული. სმარტფონში სტერეო დინამეიკები გამოჩდება, ხოლო 3.5 მმ. ყურსასმენების ჯეკს Google ამოიღებს. ზოგიერთ ბაზარზე სმარტფონთან ერთად მომხმარებელი USB Type-C ყურსასმენებს მიიღებს.

Pixel 2 XL-ში გამოყენებული იქნება რვა-ბირთვიანი Snapdragon 835 პროცესორი და 64/128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. აკუმლატორის მოცულობა 3 520 მილიამპერი იქნება და მოწყობილობას ელექტრონული სიმ-ბარათი ექნება, რომელიც ავტომატურად ჩაერთვება სხვა და სხვა ოპერატორების ქსელებში. მოწყობილობას Google-ის მე-2 თაობის თითის ანაბეჭდების სკანერი და IP67 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრის ზემოქმედებისგან.

სამრტფონში ორი კამერა იქნება: ერთი წინა და ერთი უკანა. მათ კომპანია Pixel Cameras ეძახის. წყაროს ინფორმაციით მთავარი კმერას ოპტიკური სტაბილიზაცია ექნება და Pixel XL 2-ში გაითვალისწინებენ ფერთა ფართო გამასა და გამოიყენებენ Google-ის გამოსახულების დამუშავების სპეციალურ პროცესორს.

Google Pixel 2

Pixel 2-ში არ იქნება თხელი ჩარჩოების მქონე ეკრანი 18:9-ზე შეფარდებით და ის სტანდარტულ Full HD მატრიცას მიიღებს. ამ მოდელშიც არ იქენბა ყურსასმენების ჯეკი, თუმცა მოსალოდნელია სტერეო დინამეიკები. აკუმლატორის მოცულობა უფრო ნაკლები 2 7000 მა/სთ იქნება, ხოლო სხვა დანარჩენ პარამეტრებში სმარტფონი Pixel XL 2-ის იდენტური იქნება.

Android Authority-ს წყარო ამბობს, რომ Pixel 2 და Pixel XL 2-ის მფლობელები საჩუქრად მიიღებე Google Cloud-ის ულიმიტო პაკეტს 2023 წლამდე. იქ გარდა ფოტოგრაფიებისა და ვიდეოებისა შესაძლებელი იქნება შეუზღუდავი რაოდენობით და მოცულობით ნებისმიერი ფაილების შენახვა.

Google-ის სიახლეების პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here