გუშინ ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე “Made By Google” წარმოადგინეს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი სიახლე – სმარტფონიები Pixel 4 და Pixel 4 XL.

ბოლო თვის განმავლობაში ახალი პიქსელების შესახებ თითქმის ყველაფერმა გაჟონა, მაგრამ ამით წარმოდგენილი მოწყობილობების მნიშვნელობა არ შემცირებულა. ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი ბაზარზე, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო აწია ზედა ზღვარი სხვა მწარმოებლებისთვის.

Pxel-ები ეს არა მხოლოდ მოწყობილობაა, რამდენადაც მისი შესაძლებლობების პროგრამულად განვითარება. Google-ს ყველაზე კარგად ხომ პროგრამები გამოსდის, ამიტომაც პრეზენტაციის განმავლობაში დიდი ყურადღება Google Assistant-ს და ახალი თაობის კამერას, რომელიც ახალ სტანდარტებს ქმნის გამოთვლით ფოტოგრაფიაში.

90 ჰერციანი OLED ეკრანები Always-on და HDR ტექნოლოგიებით, ასევე 19:9 შეფარრდებით. Pixel 4-ში მისი ზომა 7.7” FHD+, ხოლო Pixel 4 XL-ში 6.3” QHD+ გარჩევადობით.

აპარატული პლატფორმა Qualcomm Snapdragon 855 და Adreno 640 გრაფიკული ჩიპია. ასევერ არის Titan M უსაფრთხოების ჩიპი და Pixel Neural Core, რომელიც კამერის გამოსახულებას ამუშავებს. ოპერატიული მეხსიერება ორივე მოდელს 6 გიგაბაიტი აქვს ხოლო შიდა მეხსიერება შეგიძლიათ აირჩიოთ 64 ან 128 გბ.

Pixel 4 აღჭურვილია აკუმლატორით 2800 მილიმაპერზე ხოლო უფროს მოდელში ის 3700 მილიამპერიანია. მოწყობილობებს აქვს 18 ვატიანი სწრაფი დამუხტვა და შესაბამის კვების ბლოკი კომპლექტაციაში შედის. მხარდაჭერილია უკაბელო დამუხტვაც.

მოწყობილობას აქვს Wi-Fi 5, Bluetooth 5.0 (AptX, AptX HD, LDAC) GPS, NFC. არის სტერეო დინამიკები და 3 მიკროფონი. არის Active Edge, დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. გაჯეტი მუშაობს Android 10 მართვის ქვეშ, რომლის განახლებებიც 3 წლის განმავლობაში გამოვა.

აპარატული სიახლეე Google Soli ტექნოლოგია, რომელიც ერთგვარი რადარია და ტელეფონის ზედა ნაწილშია მოთავსებული. მისი საშუალებით ხორციელდება სახით განბლოკვა და ჟესტებით მართვა Motion Sense, რომელიც ხელის მოძრაობებს აღიქვავს და შესაბამისად რეაგირებს.

ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს ორმაგი კამერა. ერთ-ერთი მოდული ტელეფოტოა და 16 მეგპიქსელი გარჩევადობა აქვს, მეორე 12 მეგაპიქსელიანია. პრეზენტაციაზე კამერის შესაძლებლობების გაუმჯობესებას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს.

ახალი ფუნქციებიდან აღსანიშნავია Live HDR+ (საბოლოო შედეგის დანახვა უკვე შესაძლებელია რეალურ დროში) Dual Exposure Controls (შესაძლებელია ექსპოზიციის ორი პარამეტრით მართვა). გაუმჯობესდა თეთრის ბალანსი და შესაძლებველია ღამის ცაში ვარსკვლავების გადაღება.

Pixel 4-ზე Google Assistant-ის ახალი თაობა იქნება ხელმისაწვდომი. ის ეკრანზე უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს და უფრო მეტ აპლიკაციასთან შეუძლია მუშაობა და ზოგადად უფრო მეტი გამოთვლა მოწყობილობის ძალებით ხორციელდება ვიდრე ღრუბლებში, რაც უფრო პრივატულსა და სწრაფს ხდის სერვისს.

წარმოადგინეს აპლიკაცია Recorder, რომელიც არა მხოლოდ ხმოვან ჩანაწერებს აკეთებს, ასევე შეუძლია ტრანსკრიფციად გარდაქმნა რეალურ რეჟიმში. შესაძლებელია ფრაგმენტების მოძიება სიტყვებით, ხმებით და მუსიკით. რაც მთავარია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინტერნეტთან კავშირის გარეშე მუშაობს.

მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება Just Blac, Clearly White და Oh So Orange (უბრალოდ შავი, სუფთა თეთრი და ოჰ რა ნარინჯისფერია) ფერებში და შესრულებულიუ Gorilla Glass 5 ტექნოლოგიით და ალუმინის ჩარჩოებში.

ფასები:

  • Pixel 4 (6/64 გბ) – $799
  • Pixel 4 (6/128 გბ) – $899
  • Pixel 4 XL (6/64 გბ) – $899
  • Pixel 4 XL (6/128 გბ) – $999
წინა სტატიალიბრას წევრების რაოდენობა 27-დან 21-მდე შემცირდა
შემდეგი სტატიამალე საქართველოში გაეროს გლობალური ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი