თანამედროვე კამერების უმთავრესი პრობლემა, რომელსაც დღსდღეობით LED განათება და ორმაგი კამერაც კი ვერ შველის ღამით გადაღებაა. იქ სადაც ინჟინრებმაც კი ვერ იპოვეს აპარატული გადაწყვეტილება, Google-ის თანამშროომელმა, როგორც ჩანს პროგრამული გზა იპოვა, რომელიც მართლა მუშაობს.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ეს ფოტოგრაფია Google Pixel სმარტფონითაა გაკეთებული თითქმის სრულ სიბნელეში.

ფლორიან კაინცმა, რომელიც ინჟინერ-პროგრამისტია Google Daydream-ის გუნდში შექმნა მეთოდიკა, რომელიც საშუალებას იძლევა თითქმის სრულ სიბნელეში გადავიღოთ ფოტოები. მან ამისთვის Google Pixel და Nexus 6P სმარტფონები გამოიყენა და მიიღო შედეგები, რომლებიც თანაზომადია შტატივზე დამაგრებული სარკული ციფრული ფოტოაპარატის შედეგთან.

უმთავრესი იდეა ერთი და იგივე სცენის მრავალჯერ გადაღებაა, რის შემდეგაც ციფრული ხმაური იშლება მიღებული ფოტოებიდან. მისი გადაწყვეტილება მარ ლევოის ნამუშაევრებს ეყდრდნობა და იყენებს SeelnTheDark ექსპერიმენტული აპლიკაციის კოდს, მაგრამ კაინცმა შეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია.

კაინცის დაწერილი აპლიკაცია უფრო მეტ ფოტოს იღებს (დაახლოებით 64-მდე) დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, შემდეგ გამოსახულებას უკეთდება ანალიზი არასასურველ გადააადგილებაზე, იწმინდება ხმაურისგან და საბოლოოდ ხდება გამოსახულებების შერწყმა. მიღებული გამოსახულება ძალიან მაღალი ხარისხის გამოდის.

მეთოდი მუშაობს მაშინ თუ ტელეფონი კარგად არის დაფიქსირებული გადაღების პროცესში, მსგავსად შტატივისა, მაგრამ მიუხედავად ამისა შედეგები მართლაც საოცარია. ჯერ-ჯერობით კაინცი ბევრ რამეს ხელით აკეთებს, მაგრამ აპლიკაცია დროთა განმავლობაში ავტომატურად შეძლებს სურათების დამუშავებას და ფართო საზოგადოებისთვისაც გახდბა ხელმისაწვდომი.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here