Google-ის მმართველმა კომპანიამ კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპანია გაუშვა. ამის შესახებ Chronicle-ის ბლოგშია საუბარი.

ორგანიზაციამ მუშაობა 2016 წელს დაიწყო Alphabet X პროექტის ფარგლებში ისევე, როგორც თვითმართვადი ავტომობილების განყოფილება Waymo.

Chronicle-ის მეთაური Symantec-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ჯილეტი გახდება. პრიველ ეტაპზე კომპანია კლიენტებს სისტემების უსაფრთხოების ანალიზს და Virus Total-ს შესთავაზებს, რომელიც Google-მა 2012 წელს შეიძინა.

ჯილეტი ამბობს, რომ Chronicle აპირებს შექმნას ანალიტიკური პლატფორმა, რომლეიც მანქანური დასწავლის საშუალებით დაეხმარება კომპანიებს ანალიზი გაუკეთოს მონაცემებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კომპანია მოსმახურებას ღრუბლოვანი სერვისების სახითაც წარმოადგენს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here