Microsoft-მა განაცხადა, რომ არ აიძულებს დეველოპერებს გამოიყენონ მისი გადახდების სისტემა. კომპანიამ განაცხადა, რომ ასე უნდა მოიქცეს ყველა ტექნოლოგიური გიგანტი, მაგალითად, Google და Apple.

კომპანიამ თავისი პრინციპები გამოაცხადა, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხამრებლებს გამოიყენონ სხვა აპლიკაციების მაღაზიები, ხოლო დეველოპერებს აქვთ უფლება თვითონ გადაწყვიტონ თუ რა და როგორ გაყიდან აპლიკაციებში.

Microsoft-ის პრინციპების თანახმად, ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია თავისი პროდუქტი საკუთარ მაღაზიაში გაყიდოს იმ პირობით, რომ უნდა “აკმაყოფილებდებს უსაფრთხოების, კინფიდენციალურობის და კონტენტის ხარისხის ობიექური სტანდარტებთან შესაბამისობას”.

Windows 10-ის აპლიკაციების გარდა Microsoft-ს ეკუთვნის Xbox მაღაზია, რომელიც ერთადერთი საშუალებაა კონსოლზე თამაშების დაყენებისთვის. Microsoft აღიარებს ამას, თუმცა აღნიშნავს, რომ კონსოლი უფრო ვიწრო მიმართულებაა და დეველოპმენტისთვის უფრო მეტი დანახარჯებია საჭირო, რასაც კომპანია თამაშების საკუთარ მაღაზიაში გაყიდვით იღებს.

Microsoft-ისგან განსხვავებით Apple-ისა და Google-ის მაღაზიებში აუცილებელია მათი საკუთარი გადახდების სიტემით სარგებლობა, რაც 30% საკომისიო გადასახადს ითვალისწინებს.

ყველაზე მეტად დეველოპერები უკმაყოფილო არიან Apple-ის პირობებით, რადგანაც Google არ ბლოკავს თავის პლატფორმაზე სხვა მაღაზიებს, ხოლო Apple-ის პლატფორმაზე ეს აკრძალულია.

ა.შ.შ-ს დემოკრატმა კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ Apple და Google მონოპოლისტები არიან და ბოროტად სარგებლობენ ძალაუფლებით. Apple იყენებს ძლაუფლებას საოპერაციო სისტემაზე და App Store-ზე, რითაც ართულებს კონკურენციას, ამბობენ დემოკრატები.

წინა სტატიაApple-მა ბელარუსიული Telegram არხების დაბლოკვა მოითხოვა
შემდეგი სტატია10 ხრიკი მარტივად სწავლისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი