როგორც Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა და კომპანია Steller-ის პრეზიდენტმა – რიჩარდ მაკენიფმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში ძალიან დიდი შესაძლებლობებია ანტრეპრენიორებისთვის.

“გამოწვევები ყოველთვის არსებობს, როდესაც ახალ ტექნოლოგიებს ავითარებ. ეს ასეა, როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზეც. ვფიქრობ, აქ – საქართველოში – ძალიან დიდი შესაძლებლობებია ანტრეპრენიორებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მსოფლიო სულ უფრო და უფრო პატარავდება. კომუნიკაცია სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი – მარტივია შენი იდეის შესახებ გააგებინო სხვებს, მიიღო დაფინანსება, სწორედ აქ და ახლაა ამის დრო ანტრეპრენიორებისთვის” – აცხადებს მაკენიფი.

წინა სტატიაBitfury-ი თავისი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავს
შემდეგი სტატიააბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი